"ბარსელონა" ნეიმართან მორიგებას არ აპირებს

"ბარსელონა" ნეიმართან მორიგებას არ აპირებს

"ბარსელონასა" და ნეიმარს შორის სასამართლო დავა აქტუალობას არ კარგავს. Mundo Deportivo-ს ცნობით, მხარეებს ვადა 21 სექტემბრამდე აქვთ იმისათვის, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები დააფიქსირონ.

ნეიმარი "ბარსელონას" 44 მილიონ ევროს ედავება - მისთვის გადაუხდელ ბონუსებს დამატებული პირგასამტეხლო. კატალონიელები კი, კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო, ნეიმარს მისთვის გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნებას სთხოვს. საქმე 2017 წელს, ბრაზილიელის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" კატალონიელთა ნების საწინააღმდეგოდ გადასვლა ეხება.

ცოტა ხნის წინ, ნეიმარი ბარსელონაში იმყოფებოდა და "ბლაუგრანას" ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებები აწარმოა. მან კატალონიელებს განუცხადა, თუ რა შემთხვევაში გაიხმობდა სარჩელს უკან, თუმცა უარი მიიღო.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ყოფილ კლუბთან მორიგებისთვის ახლაც მზადაა, მაგრამ ამის სურვილი არ აქვს "ბარსელონას", რომელიც დარწმუნებულია, რომ სასამართლოში საქმეს მოიგებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 12 ოქტომბერი 2019 13:03
    1
    დღის ბოლოს კარგად გამოჩნდა რა ნაბიჭვარი ყოფილა ეს ცანცარა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 ოქტომბერი 2019 12:14
    1
    აქ ამისი და იქ კიდე იმ მოსამართლის დედას ვთხარე ვინც ეს გაამართლოს, აქეთ უნდა მოცურცქლოს ამან ფული მერე დააყენებს ერთ ადგილს
    Todibo
    სტუმარი [?]
    #2 12 ოქტომბერი 2019 12:03
    4
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ნეიმარი რომ დაებრუნებინათ ახლა ყველგან ფავორიტები ვიქნებოდით, სლემბელე და გრიზი რო გადააბა მაინც ვერ აჯობებენ ნეიმარს

    რო ვერ გადმოვიდა ნახე რა კომენტარი გააკეთა? პსჟ ჩემი ცხოვრებაა და ვეცდები ყველაფერი გავაკეთო ამ გუნდისთვისო. სადამ ბარსაში თამაშის შანსი ჰქონდა კიდევ იმ ქამბექს იხსენებდა. მაგას თავი დაანებე და სასამართლოში ჩივილი დაიწყო. ხვდები? როგორც ფეხბურთელი კი გეთანხმები რო მაღალი დონეა, მარა კაცობის ნატამალი არ ჰქონია. იქაც სკამზე დავაგდებდი ტუხელის ადგილზე, ცანცარა ჩამოუყალიბებელი პიტალოა და მეტი არაფერი.
    Todibo
    სტუმარი [?]
    #1 12 ოქტომბერი 2019 11:49
    2
    არ ყოფილა ეს კაცი. ბარსაში გადმოსვლა გულით მინდაო და მანდაა ჩემი ადგილიო, ვერ შეძლო და მერე პლასტინკა შეცვალა ახვრულად. ეჭვი მეპარებოდა რაღაცეებში, მარა დავრწმუნდი რო ერთი ჩვეულებრივი არაკაცი და ჩამოუყალიბებელი არსებაა. აღარასოდეს აღარ უნდა მოასუნინონ ამას, გუნდის უპატივცემულობა იქნება ეგ და მადლობა ღმერთს ამ ზაფხულს არ განხორციელდა ეს ტრანსფერი.