Onda Cero: ანსუ ფატიმ ესპანეთის ნაკრებში თამაშის ნებართვა მიიღო

  • 10-10-2019, 20:29
  • Onda Cero: ანსუ ფატიმ ესპანეთის ნაკრებში თამაშის ნებართვა მიიღო

    "ბარსელონას" 16 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, ანსუ ფატიმ ესპანეთის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო. ამ ინფორმაციას Onda Cero-ს ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი ავრცელებს.

    ფატიმ ესპანეთის მოქალაქეობა რამდენიმე კვირის წინ მიიღო. თავდაპირველად ის მსოფლიოს 17-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ განაცხადში მოხვდა, შემდეგ კი, ახალგაზრდა ფეხბურთელი 21-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებს დაუკავშირეს. თუმცა, მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს, ფატის თავის ნაკრებში გამოჩენის შანსი არ მიეცა, რადგან მას FIFA-სგან ნებართვა არ ჰქონდა.

    დღეს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფატის იმედი ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს ექნებათ. თუ Onda Cero-ს დავუჯერებთ, ესპანელებს ზურგს FIFA-სგან მიღებული ნებართვაც გაუმაგებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    11 ოქტომბერი 2019 02:04

    კარგია წარმატებები ნაკრებში

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV