კარლეს პერესი: მთავარი "ბარსელონაში" ყოფნაა და არა ხელფასი

21 წლის თავდამსხმელი კარლეს პერესი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი "ბარსელონაში" თამაშია და არა ხელფასი.
მიმდინარე სეზონში, პერესი "ბარსას" ტრავმების ეპიდემიის შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ გადატანაში დაეხმარა, რის გამოც ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.
"მინდა აქ წარმატებას მივაღწიო. ამ კლუბში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 16 წლის ასაკში მილიონნახევრიანი ხელფასი.
ვიცი, რამდენად რთულია იმის კეთება, რასაც ვაკეთებ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფულს მეტ ყურადღებას აქცევენ.
ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ფული ყოველთვის თავისით მოვა." - ციტირებს პერესის სიტყვებს Marca.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლეო მესისთან ურთიერთობაზეც ისაუბრა: "ის არის ადამიანი, რომელიც გასახდელში გეხმარება. ის რჩევებს ყოველთვის გვაძლევს მეც და ანსუ ფატისაც. ვიცოდით, რომ ის დაგვეხმარებოდა.
მესიმ გვითხრა, რომ სათანადო თვისებების გარეშე, ვერ მოვხვდებოდით იქ, სადაც ვართ."
კარლეს პერესმა მის დებიუტზეც ისაუბრა: "ჩემი საუკეთესო მომენტი "ბეტისის" წინააღმდეგ თამაში იყო. ზეწოლას ვგრძნობდი, რადგან "კამპ ნოუზე" ვთამაშობდი, რაც ჩემი ოცნება იყო. ეს ჩემს ცხოვრებაზე უბედნიერესი დღე იყო, რადგან გოლიც გავიტანე."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]