უსმან დემბელეს აგენტი საცხოვრებლად ბარსელონაში გადავა

უსმან დემბელეს აგენტი საცხოვრებლად ბარსელონაში გადავა

"ბარსელონას" ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს აგენტი, 22 წლის ფეხბურთელის ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად, საცხოვრებლად კატალონიაში გადავა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

მადრიდული გმოცემის ცნობით, "ბარსელონას" წარმომადგენლები დემბელეს ცხოვრების წესით კვლავ უკმაყოფილონი არიან. ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავი გვიან იძინებს, ვიდეოთამაშებსა და ტელესერიალებს დიდ დროს უთმოს, ვარჯიშებზე აგვიანებს და ზოგჯერ აცდენს კიდეც, გამოირჩევა არასწორი კვებით.

"ბარსელონას" დიეტოლოგებმა დემბელეს სპეციალური დიეტა გამოუწერეს. მიმდინარე სეზონში, კლუბი ვარჯიშებზე ფეხბურთელის ქცევით კმაყოფილია. თუმცა, გადაუჭრელი პრობლემები კვლავ არსებობს. მაგალითად, ფრანგის ტრავმიანობა და ისეთ ინციდენტები, როგორიც "სევილიასთან" მატჩში მოხდა - დემბელემ, არბიტრის შეურაცხყოფის გამო, წითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია მიიღო, რის გამოც ის მოახლოებულ "ელ კლასიკოს" გამოტოვებს.

კლუბის პრეზიდენტს, ჟოზეპ მარია ბართომეუს ფეხბურთელის აგენტთან, მუსა სისოკოსთან საუბარი ჰქონდა. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, რომ დემბელესთან მეტი დროის გატარების მიზნით, საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდეს, რაც უახლოეს კვირებში მოხდება. კლუბში მის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 ოქტომბერი 2019 00:36
    1
    ძაილიან კარგი ეგება ცოტა მოუკლოს ამ ტრამვიანობას და ფიზიკურ ვარჯიშს მიაქციოს მეტი ყურადღება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 9 ოქტომბერი 2019 22:27
    2
    იმედია, საბოლოოდ მოიხოდება უსმანი ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.
    Culé [?]
    #1 9 ოქტომბერი 2019 22:18
    2
    ამას აგენტი კიარა პუიოლი უნდა კაპიტნად 🚨🛢️