"ბარსელონამ" ვიქტორ ვალდესის შემცვლელიც გაათავისუფლა

"ბარსელონამ" ვიქტორ ვალდესის შემცვლელიც გაათავისუფლა

"ბარსელონამ" ვიქტორ ვალდესი 19 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად ორშაბათს გაათავისუფლა, თუმცა, რეალურად, მან კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა, ბოლო მატჩში კი გუნდს სათავეში კიმ რამონი ჩაუდგა, რომელსაც, ერთი შეხედვით, ხელმძღვანელობის და ვალდესის კონფლიქტთან შეხება არ ჰქონდა. 

როგორც აღმოჩნდა, "ბარსას" გრძელვადიან გეგმაში არც რამონის მუშაობა შედის - სპეციალისტს, რომელსაც კლუბში სხვადასხვა თანამდებობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ეკავა, დღეს დირექტორებმა, ჟორდი როურამ და აურელი ალტიმირამ, დათხოვნის შესახებ განუცხადეს. შეხვედრას პატრიკ კლუივერტი არ ესწრებოდა. ეს ინფორმაცია კატალონიურ Sport-ს ეკუთვნის. 

ასე რომ, ვიქტორ ვალდესთან დაახლოებული პირის ნაცვლად, ახალგაზრდულ გუნდს, როგორც თავიდანვე იგეგმებოდა, ფრანკ არტიგა ჩაიბარებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 8 ოქტომბერი 2019 22:56
    1
    აუ როურას სიფათი მანახა ახლა, პოხმელიაზეც გამოვიდოდი!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ოქტომბერი 2019 22:09
    3
    არადა მეთქი პირველი გუნდის ტრენერადაც გაასწორებდა ვიქტორითქო და რა ახირებები ქონია ამას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 8 ოქტომბერი 2019 21:23
    5
    ჩვეულებრივი სა*ლევეთია