"ბარსელონა" ტერ შტეგენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"ბარსელონა" ტერ შტეგენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"ბარსელონა" გუნდის გერმანელ მეკარესთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ტერ შტეგენსა და "ბარსელონას" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წელს გასდის, მაგრამ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის გამო, ხელმძღვანელობამ 27 წლის კარის დარაჯთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, რა ვადით და პირობებით სურს "ბლაუგრანას" კონტრაქტის გაგრძელება.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონაში" 2014 წლიდან ირიცხება. მოქმედი კონტრაქტი მან 2017 წელს გააფორმა და მაშინ მის გამოსასყიდ თანხად 180 მილიონი ევრო განისაზღვრა.

ახლახანს, ტერ შტეგენმა "ბარსელონას" მაისურით მე-200 თამაში ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 8 ოქტომბერი 2019 16:47
    1
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    12 მილიონად ვიყიდეთ და ახლა მსოფლიოში საუკეთესოა❤❤👌👌

    ამაში მაინც გაგვიმართლა,ყოველთვის ძვირად ვყიდულობთ და იაფად ვყიდით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ოქტომბერი 2019 16:42
    3
    ჩვენთან დაასრულოს კარიერა! <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 ოქტომბერი 2019 16:33
    4
    ძალიან კარგი იმსახურებს ეს კაცი დაფასებას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued