აღდგენითი ვარჯიში "სევილიასთან" თამაშის შემდეგ

აღდგენითი ვარჯიში "სევილიასთან" თამაშის შემდეგ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში შთამბეჭდავი მოგების (4-0) შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს.

დღეს, ვარჯიშში ის მოთამაშეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ნაკრებებში გამოძახებულნი არ არიან.

პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად, აღდგენით ვარჯიშში მონაწილეობა "ბარსა ბ"-დან რონალდ არაუხომ და 19-წლამდელთა გუნდიდან ანსუ ფატიმ მიიღეს.

"ბარსელონას" პირველი გუნდი ხვალ და ზეგაც ივარჯიშებს, შემდეგ კი, 4 დღით დაისვენებს. კატალონელები "ეიბართან" 19 ოქტომბერს გასმართი მატჩისთვის მზადებას ორშაბათს, 14 ოქტომბერს განაახლებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 8 ოქტომბერი 2019 07:17
    0
    დავაი ფატიი. შამბალე დისკვალიფიცირებულია და უნდა ააწიოკო ფლანგი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ოქტომბერი 2019 01:26
    0
    ეიბართან ფატიმ უნდა ითამშოს 20 წუთი მაინც რო ცოტა ხოდზე მოვიდეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Barca 6-1psg
    სტუმარი [?]
    #1 7 ოქტომბერი 2019 17:04
    2
    ისე არ წავიდა ბევრი ნაკრებში რაც კაია ეიბართან ასე ვითამაშთ
    ტერ
    სემედო. ლენგლე. ტოდიბო. ალბა
    ვიდალი არტური ფრენკი
    მესი. სუა. გრიზი

    ცვლილება. ვიდალი რაკიტიჩი
    ფატი გრიზი
    ფრენკი სერხიო
    მერე ლიგა მოდის დასვენება უნდა ხალხს