კლემან ლანგლე: გრიზმანმა შეცდომა დაუშვა

  • 5-10-2019, 20:55
  • კლემან ლანგლე: გრიზმანმა შეცდომა დაუშვა

    "ბარსელონას" ფრანგი მცველი კლემან ლანგლე მიიჩნევს, რომ მისმა თანამემამულემ და ახლა უკვე თანაგუნდელმა, ანტუან გრიზმანმა, გასულ წელს "ბარსელონასთვის" უარის თქმის ფორმის შერჩევისას შეცდომა დაუშვა.

    ცნობილია, რომ 2018 წელს, "ბარსელონა" და გრიზმანი ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა ფრანგმა, საბოლოოდ, "ატლეტიკოში" დარჩენა გადაწყვიტა. მან თავისი ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში, ვიდეოს სახით გაავრცელა. სწორედ ამ ვიდეოდან გაიგეს "ბარსელონას" წარმომადგენლებმა, რომ ტრანსფერი ჩაიშალა. ვიდეოს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა კატალონიური კლუბის გულშემატკივრებშიც. საბოლოოდ, ერთი წლის შემდეგ, გრიზმანი "ბარსელონაში" მაინც გადმოვიდა.

    "მან შეცდომა დაუშვა, როდესაც ეს ვიდეო ჩაწერა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ აწმყოსა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ.

    მისი ნიჭისა და შესაძლებლობების წყალობით, ანტუანი "ბარსელონასთან" ადაპტაციას გაივლის. გრიზმანმა უკვე 3 გოლი გაიტანა და მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა, თუმცა მას მეტი შეუძლია." - ციტირებს კლემან ლანგლეს სიტყვებს RAC1.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 ოქტომბერი 2019 03:14

    მთავარია რომ გადმოვიდა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Griezzy7 გულშემატკივარი [?]

    5 ოქტომბერი 2019 23:16

    ციტატა: gio basi
    მეტი შეუძლია თავის პოზიციაზე თუ ითამაშებს
    დღეს დღეობით მარცხენა ფლანგის მეტი თავისუფალი პოზიცია არაა
    სხვაგვარად შეილება გრიზის გამოყენება მარცხნის ნაცვლად ცენტრში სუარესის უკან ითამაშოს და მესის გაუცვალოს ხოლმე თამაშის დროს პოზიციაა ხშირ ხშირად მარცხენა ფლანგი კი განაპირა მცველმა გააკონტროლოს ალბას სახით
    რამე უნდა მოიფოქროს ვალოდიამ თორე კოუტინიოს გზას გაყვება გრიზმანიი


    ხო წესით ეგრე უნდა იყოს მარრა ვალვერდეს არაქქვს იმდენი ტვინი და გამოცდილება რო ეგრე დააყენოს სასტავი და ეგრე ათამაშოს. მაგას უნდა გვარდიოლა

    5
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    5 ოქტომბერი 2019 21:30

    Udzlieresia Ravi ese sheidzleba de jongi Ar gamxarebia seviliastan 100 procentit darwmunebuli var ro gaitans

    12
    გასულია
    gio basi წევრი [?]

    5 ოქტომბერი 2019 21:14

    მეტი შეუძლია თავის პოზიციაზე თუ ითამაშებს
    დღეს დღეობით მარცხენა ფლანგის მეტი თავისუფალი პოზიცია არაა
    სხვაგვარად შეილება გრიზის გამოყენება მარცხნის ნაცვლად ცენტრში სუარესის უკან ითამაშოს და მესის გაუცვალოს ხოლმე თამაშის დროს პოზიციაა ხშირ ხშირად მარცხენა ფლანგი კი განაპირა მცველმა გააკონტროლოს ალბას სახით
    რამე უნდა მოიფოქროს ვალოდიამ თორე კოუტინიოს გზას გაყვება გრიზმანიი

    14
    პარტნიორები
    Flashscore.ge