ლაპორტა: 2006 წელს "ინტერი" მესიში 250 მილიონს იხდიდა

  • 5-10-2019, 19:55
  • ლაპორტა: 2006 წელს "ინტერი" მესიში 250 მილიონს იხდიდა

    "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იმ დროს იხსენებს, როდესაც მილანის "ინტერი" მზად იყო 19 წლის მესიში 250 მილიონი ევრო გადაეხადა.

    "2006 წელს, "ინტერის" მფლობელმა, მასიმო მორატიმ, მესიში 250 მილიონი ევრო შემომთვაზა. მე უარი ვუთხარი. მესის გაყიდვაზე ერთი წუთითაც არ მიფიქრია, მაგრამ ვნერვიულობდი იმაზე, რომ მორატი მესის მამაზე ზეწოლას მოახდენდა.

    მამამისს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ლეო "ინტერში", სავარაუდოდ, მეტ ფულს გამოიმუშავებდა, მაგრამ ჩვენთან ის დიდი ფეხბურთელი გახდებოდა, იქნებოდა ოჯახურ გარემოში და იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც მას 13 წლის ასაკიდან ეხმარება.

    საბედნიეროდ, მან დარჩენა გადაწყვიტა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა ისტორია, მესი რომ გაგვეყიდა." - განაცხადა ლაპორტამ BarcaBuzz-თან ინტერვიუს დროს.

    ცნობისთვის, იმ დროს, როდესაც "ინტერი" მზად იყო მესიში 250 მილიონი ევრო გადაეხადა, სატრანსფერო რეკორდი 77.5 მილიონ ევროს შეადგენდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 ოქტომბერი 2019 03:12

    კიდე კაი რო არ გადავიდა მესის გარეშე ბარსა არ წამომიდგენია

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Visca el barca ფანი [?]

    5 ოქტომბერი 2019 21:26

    250!! 2006 წელს.. დღევანდელი ფასებით ალბათ ნახევარი მილიარდი იქნებოდა..

    7
    --------------------
    "გამარჯვება მნიშვნელოვანია, თუმცა ვერაფერი შეედრება იმას, რომ გაგაჩნდეს საკუთარი სტილი, ხალხი შენგან სწავლობდეს და შენით აღფრთოვანებული იყოს. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია". - იოჰან კრუიფი.
    გასულია
    buxo გულშემატკივარი [?]

    5 ოქტომბერი 2019 20:59

    ეს გა-Nდილა ახა როგვყავს რომ პრეზიდენტობს მაშინ რომყოფილიყო გაყიდდა სიმონ

    6
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    გასულია
    BarcelloNista გულშემატკივარი [?]

    5 ოქტომბერი 2019 20:48

    ციტატა: xavi1899
    ციტატა: InFiNiTe8
    შენც კარგად აბუქებ რა ყველაფერს. მოსვლა უნდა და ტაკოს აქიცინებს 🙄

    არ ჯობია რომ მოვიდეს?!
    ამ ჭირიან სათვალეებიან კობრას და მის იდიოტ მწვრთვნელსაც ერთად მოვიცილებდით.

    ჯოია რომელია ამის ხელში დაიწყო კლუბმა აღმასვლა და ამ დებილსხელში პირიქით

    4
    გასულია
    xavi1899 ფანი [?]

    5 ოქტომბერი 2019 20:01

    ციტატა: InFiNiTe8
    შენც კარგად აბუქებ რა ყველაფერს. მოსვლა უნდა და ტაკოს აქიცინებს 🙄

    არ ჯობია რომ მოვიდეს?!
    ამ ჭირიან სათვალეებიან კობრას და მის იდიოტ მწვრთვნელსაც ერთად მოვიცილებდით.

    6
    საიტზეა
    InFiNiTe8 გულშემატკივარი [?]

    5 ოქტომბერი 2019 19:58

    შენც კარგად აბუქებ რა ყველაფერს. მოსვლა უნდა და ტაკოს აქიცინებს 🙄

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge