მარკ-ანდრე ტერ შტეგენი საიუბილეო თამაშისთვის ემზადება

  • 5-10-2019, 16:13
  • მარკ-ანდრე ტერ შტეგენი საიუბილეო თამაშისთვის ემზადება

    ლა ლიგის მე-8 ტურში "სევილიასთან" გასამართი მატჩი "ბარსელონას" კარის დარაჯისთვის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის საიუბილეო იქნება.

    გერმანელი მეკარე "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა. პირველი 2 წლის განმავლობაში ის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩებში იღებდა მონაწილეობას, ლა ლიგაში კი, სათადარიგოთა სკამზე იჯდა. გუნდიდან კლაუდიო ბრავოს წასვლის შემდეგ ტერ შტეგენი "ბლაუგრანას" პირველ მეკარედ იქცა.

    2014 წლიდან დღემდე, მარკ-ანდრეს, "ბარსას" მაისურით, 199 თამაში დაუგროვდა. ეს ნიშნავს, რომ "სევილიასთან" კვირას გასამართი შეხვედრა მისთვის საიუბილეო, მე-200 იქნება.

    გასული 5 სეზონის განმავლობაში ტერ შტეგენმა, "ბარსელონასთან" ერთად, 13 ტიტული მოიგო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    5 ოქტომბერი 2019 16:41

    მიდი შტეგო უნდა იფრინო ხვალ

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge