ბარსელონა-ინტერი: სავარაუდო შემადგენლობები
- 2-10-2019, 15:04
-
WinGs
- 12

კატალონიურმა Sport-მა "კამპ ნოუზე" დღეს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა.
"ბარსას" შემადგენლობაში სიახლე ლიონელ მესის ძირითადში დაბრუნებაა. ტრავმირებული ჟორდი ალბას ადგილს კვლავ ჟუნიორ ფირპო იკავებს, უსმან დემბელე კი, რომელიც ახლახანს გამოჯანმრთელდა, სათადარიგოთა სკამზე იქნება.
რაც შეეხება "ინტერს" - ანტონიო კონტეს მთავარი დანაკლისი გუნდის ახალწვეული, რომელუ ლუკაკუა, რომლის ნაცვლად სასტარტო თერთმეტეულში ლაუტარო მარტინესი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]