კლუივერტის ეფექტი - 2 "ბარსელონელი" ყველაზე ძვირადღირებული 18-წლამდელი ფეხბურთელების ათეულში

კლუივერტის ეფექტი - 2 "ბარსელონელი" ყველაზე ძვირადღირებული 18-წლამდელი ფეხბურთელების ათეულში

"ბარსელონას" აკადემიის დირექტორად პატრიკ კლუივერტის დანიშვნამ თავისი შედეგი უკვე მოიტანა - მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ 18-წლამდელ ფეხბურთელს შორის 2 "ბარსელონას" საკუთრებაა.

"ლა მასიას" ჩაბარების შემდეგ, კლუივერტმა ანსუ ფატისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობა დაიწყო და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მიზანს მიაღწია. მის მიღწევად უნდა ჩავთვალოთ "ლას პალმასთან" 16 წლის ფეხბურთელის, პედრის ტრანსფერზე შეთანხმებაც. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებულია და ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი "ბლაუგრანას" სეზონის ბოლოს შეუერთება.

რომ არა კლუივერტი, "ბარსელონას", ყველაზე ძვირადღირებულ 18-წლამდელთა ფეხბურთელებს შორის წარმომადგენელი არ ეყოლებოდა, ახლა კი 2 ჰყავს. Transfermarkt-ს განახლებული რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 18-წლამდელი ფეხბურთელი ანსუ ფატია, რომლის ღირებულებაც 25 მილიონი ევროა. მეორე ადგილზეა "რენის" საყრდენი ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა (20 მილიონი), რომელსაც, 15 მილიონით, პსვ-ს შემტევი მოჰამედ იატარენი მოსდევს. პედრი კი, 5 მილიონით, მე-7 პოზიციას იკავებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 1 ოქტომბერი 2019 20:34
    3
    მაგარიაა პატრიკი
    Bussi
    სტუმარი [?]
    #1 1 ოქტომბერი 2019 20:28
    3
    კარგია