ზედიზედ მე-2 მატჩში - ფილიპე კოუტინიოს გოლი და საგოლე პასი [VIDEO]
- 28-09-2019, 19:35
-
Writer
- 14
![ზედიზედ მე-2 მატჩში - ფილიპე კოუტინიოს გოლი და საგოლე პასი [VIDEO] ზედიზედ მე-2 მატჩში - ფილიპე კოუტინიოს გოლი და საგოლე პასი [VIDEO]](/uploads/posts/2019-09/1569684907_philipe-koutinio-baierni.jpg)
ჯერ კიდევ "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ფილიპე კოუტინიო "ბაიერნში" ათამაშდა. მიუნხენურ გუნდში, რომელშიც ბრაზილიელი იჯარით თამაშობს, მან ზედიზდ მე-2 მატჩში აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
"კიოლნის" შემდეგ, ფილიპე კოუტინიოს მსხვერპლი "პადერბორნი" გახდა. ბოლოადგილოსან გუნდთან გასვლით მატჩში კოუტინიომ, მე-15 წუთზე, გნაბრის გაატანინა, ხოლო 55-ე წუთზე თავად გაიტანა და ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 2-0 გახადა. საბოლოოდ, "რეკორდმაისტერმა" თამაში 3-2 მოიგო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ბუნდესლიგაში ჩატარებულ 5 მატჩში კოუტინიოს აქტივში უკვე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
"ბაიერნს", სეზონის ბოლოს, კოუტინიოს 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]