ერნესტო ვალვერდე ადასტურებს: მირჩევნია ფატიმ 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშოს

  • 28-09-2019, 10:02
  • ერნესტო ვალვერდე ადასტურებს: მირჩევნია ფატიმ 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშოს

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ადასტურებს, რომ მას ურჩევნია ანსუ ფატიმ ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშოს და არა 17-წლამდელთა გუნდში.

    16 წლის ფატი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის განაცხადშია შეყვანილი. თუ "ბარსელონას" ტალანტი ბრაზილიაში გასამართ ჩემპიონატზე წავა, მას კატალონიელთა 7 თამაშის გამოტოვება მოუწევს, მათ შორის "ელ კლასიკოსიც". ხოლო თუ ფატის ესპანეთის 21-წლამდელთა გუნდში უხმეს, მაშინ მისი სანაკრებო თამაშები ჩვეულებრივ სანაკრებო პაუზას დაემთხვევა და ფეხბურთელს "ბარსას" თამაშების გამოტოვება არ მოუწევს.

    "მირჩევნია, ფეხბურთელმა ჩვენთან მეტი დრო გაატაროს. თუ ის 21-წლამდელთა გუნდში წავა, ეს სანაკრებო პაუზის დროს მოხდება. ამისგან საპირისპიროდ, 17-წლამდელთა ნაკრებში წასვლის შემთხვევაში, ანსუ დიდი ხნით გამოგვაკლდება. ვნახოთ, რა მოხდება, რას გადაწყვეტს ფედერაცია.

    საკითხს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და ჩვენი სურვილია ფატი რაც შეიძლება ცოტა ხნით გამოგვაკლდეს." - ვალვერდეს სიტყვებს Sport ციტირებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge