ხვალ ნეიმარისა და "ბარსელონას" სასამართლო გაიმართება

ხვალ ნეიმარისა და "ბარსელონას" სასამართლო გაიმართება

"ბარსელონასთვის" ნეიმარი და ნეიმარისთვის "ბარსელონა" აქტუალობას არ კარგავენ. სანამ ბრაზილიელის მორიგი სატრანსფერო საგა დაიწყება, ის კატალონიურ კლუბთან ურთიერთობას სასამართლოში გაარკვევს.

როდესაც ნეიმარმა "ბარსელონა" დატოვა, კატალონიურმა კლუბმა მას ბონუსის სახით 26 მილიონი ევროს გადახდაზე უარი უთხრა. ეს ის თანხაა, რომელიც ბრაზილიელს კატალონიელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ უნდა მიეღო, მაგრამ ვინაიდან ნეიმარმა კლუბი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დატოვა, "ბლაუგრანამ" ამ თანხის გადახდა საჭიროდ არ მიიჩნია. ნეიმარის აზრით, ამ თანხას პირგასამტეხლოები დაემატა და ახლა ის კლუბისგან 44 მილიონ ევროს ითხოვს.

სასარჩელო მოთხოვნა აქვს დაყენებული "ბარსელონასაც" - კატალონიელები ნეიმარისთვის გადახდის თანხის ნაწილის, კონკრეტულად კი 20 პროცენტის დაბრუნებას ითხოვენ. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ისაა, რომ ნეიმარმა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულა და ხელშეკრულება გაწყვიტა.

სასამართლო ხვალ, 27 სექტემბერს გაიმართება. Sport-ის ცნობით, მას არ დაესწრება ჟოზეპ მარია ბართომეუ. სავარაუდოდ, პროცესზე არ იქნება არც ნეიმარი. ბრაზილიელ ფეხბურთელს სასამართლოში მისი მამა წარმოადგენს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #5 27 სექტემბერი 2019 08:08
    2
    ნეიმარი ბარსელონაშია.

    ფოტოებს დებს.

    სასამართლოსთვის ჩამოვიდა
    ფანი [?]
    #4 27 სექტემბერი 2019 00:35
    1
    რადროს ნეიმარია მესიზე დაიწერა 1თვეს იუქმებსო
    Nou kamp
    სტუმარი [?]
    #3 27 სექტემბერი 2019 00:16
    2
    ლიგაზე მაგრად დატყდება თამაშები ასე მგონია.რაღაც ბევრი ჩანს უეჭველი მომგები მაგრამ მახე არ აღმოჩნდეს.
    ფანი [?]
    #2 27 სექტემბერი 2019 00:11
    4
    მაგარი კლეა ჩანს ეს ნეიმარი როგორც პიროვნება. იმის მიუხედავად რომ ძაან მაგარი იგროკია და ამის დაბრუნება ბარსელონას დარწმუნებული ვარ ყველაფერს მოაგებინებს მაინც აღარ უნდა დაიბრუნონ ეს ფულის ხამი კლე .
    Ika-cule
    სტუმარი [?]
    #1 26 სექტემბერი 2019 23:55
    5
    ArA Ra arunda davabrunot es fulis xami amas tavis jibis avseba unda marto barsas formis tarebis girsi ara