“ბარსელონა”-”უელვა” – მატჩის განაცხადი

“ბარსელონა”-”უელვა” – მატჩის განაცხადი

ფრანკ რაიკაარდმა "უელვასთან” მატჩის განაცხადში ყველა ფეხბურთელი შეიყვანა, რომელსაც თამაში შეუძლია, ლილიან ტურამის გარდა – ფრანგ მცველს სანაკრებო შეხვედრების შემდეგ დასვენება სჭირდება. განაცხადში ასევე მოხვდა რონალდინიოც, რომელიც ბარსელონაში პარასკევს დილით ჩაფრინდა.

ტრამვირებულ დეკოს, ეტო’ოს და ედმილონს შეუერთდა ჯოვანი დოს სანტოსიც, რომელმაც ვერ მოასწრო გამოჯანმრთელებდა და მატჩს გამოაკლდა. მექსიკელი ვუნდერკინდი მონაწილეობას ვერ მიიღებს აგრეთვე ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან” გასამართ მატჩში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მარცხენა ფეხის მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს, ექიმები მას ჯერ მაინც არ აძლევენ თამაშის უფლებას.

ჯოვანის და ტურამის მაგივრად განაცხადში მოხვდნენ მარკესი და ესკერო, რომლებმაც "ხეტაფესთნ” მატჩი გამოტოვეს.

სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ვალდესი, ხორკერა;

მცველები: აბიდალი, ხილვინიო, ოლეგერი, ძამბროტა, პუიოლი, მარკესი, მილიტო;

ნახევარმცველები: ტურე, ჩავი, ინიესტა, გუდიონსენი;

თავდამსხმელები: რონალდინიო, ბოიანი, ესკერო, მეს, ანრი.

მატჩს 24 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე პირდაპირ ეთერში წარმოგიდგეთ НТВ-Футбол. ხოლო ჩვენს საიტზე მატჩის ყურება შეგიძლიათ მისამართზე www.live.barcamania.ge (ლინკები ხვალ განთავსდება)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.