კარლეს პერესი ახალ კონტრაქტს გააფორმებს

კარლეს პერესი ახალ კონტრაქტს გააფორმებს

"ბარსელონას" 21 წლის შემტევი კარლეს პერესი, პარასკევს, კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს. პერესი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. მომდევნო სეზონში კი ფეხბურთელი პირველ გუნდში დაწინაურდება.

პერესმა გულშემატკივრების ყურადღება გასულ ზაფხულში მიიქცია, როდესაც "ვისელ კობეს" 2 გოლი გაუტანა. შემდეგ იყო "კამპ ნოუზე" ჩატარებულ სადებიუტო მატჩში თავის გამოჩენა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.