ვინ ვის მისცა ხმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე

ვინ ვის მისცა ხმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე

FIFA-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის შემდეგ ყოველთვის საინტერესოა, თუ ვინ ვის მისცა ხმა.

როგორც იცით, FIFA საუკეთესო ფეხბურთელს ეროვნული ნაკრებების კაპიტნებისა და მწვრთნელების, ასევე ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად ავლენს.

დავიწყოთ საქართველოთი. ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ, პირველ ადგილზე ვირჯილ ვან დაიკი დაასახელა, შემდეგ კი ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა არჩევანი ლიონელ მესიზე, კრიშტიანუ რონალდუსა და კილიან მბაპეზე შეაჩერა. რაც შეეხება მედიას - ზურაბ ფოცხვერიამ (სარბიელი) ხმა ედენ აზარს, კრიშტიანუ რონალდუსა და ჰარი კეინს მისცა. მესიმ ფოცხვერიას თავი ვერც ამჯერად მოაწონა.

თავად მესიმ, როგორც არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ხმა სადიო მანეს, კრიშტიანუ რონალდუსა და ფრენკი დე იონგს მისცა.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, ხმა არცერთ კონკურენტს არ მისცა. მან არჩევანი მატიას დე ლიხტზე, ფრენკი დე იონგსა და კილიან მბაპეზე შეაჩერა.

ვირჯილ ვან დაიკმა ხმა მესის, სალაჰსა და მანეს მისცა.

საიტნერესოა სხვა ცნობილი ფეხბურთელების არჩევანიც: ედენ აზარი (ბელგიის კაპიტანი) - სადიო მანე, ვირჯილ ვან დაიკი, ლიონელ მესი; ედინ ჯეკო (ბოსნია) - ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ვირჯილ ვან დაიკი; დანი ალვესი (ბრაზილია) - ლიონელ მესი, სადიო მანე, ვირჯილ ვან დაიკი; გარი მედელი (ჩილე) - ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ვირჯილ ვან დაიკი; რადამელ ფალკაო (კოლუმბია) - კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ვირჯილ ვან დაიკი; ლუკა მოდრიჩი (ხორვატია) - კრიშტიანუ რონალდუ, ედენ აზარი, ლიონელ მესი; ჰარი კეინი (ინგლისი) - ლიონელ მესი, ვირჯილ ვან დაიკი, კრიშტიანუ რონალდუ; უგო ლორისი (საფრანგეთი) - ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე; პიერ ემერიკ ობამეიანგი (გაბონი) - კრიშტიანუ რონალდუ, ედენ აზარი, ლიონელ მესი; მანუელ ნოიერი (გერმანია) - ვირჯილ ვან დაიკი, სადიო მანე, ედენ აზარი; რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) - ვირჯილ ვან დაიკი, სადიო მანე, ფრენკი დე იონგი; სერხიო რამოსი (ესპანეთი) - ედენ აზარი, კრიშტიანუ რონალდუ, მოჰამედ სალაჰი; დიეგო გოდინი (ურუგვაი) - ლიონელ მესი, სადიო მანე, ვირჯილ ვან დაიკი.

სრული სია

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #22 24 სექტემბერი 2019 20:41
    1
    ნოიერი რა ძმაა არც მესის მისცა ხმა და არც რონალდუს...გული აქ ნატკენი ორივესგან 😆
    ფანი [?]
    #21 24 სექტემბერი 2019 14:44
    6
    ნოიერ რაო მესიმ განახა ბოსი ვინაა და სამეულში არ შეგყავსო ? შტეგენი რო ჩაგიდებს ნაკრებშიც მერე ნახე შე ბოზოო ♡♡♡
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #20 24 სექტემბერი 2019 13:20
    2
    მე ხმებს ასე გადავანაწილებდი ლეონელ მესსი ვირჯინ ვან დეიკი სადიო მანე
    Culé [?]
    #19 24 სექტემბერი 2019 13:13
    3
    აი ავიღოთ რამოსი.... ესეიგი ადრე როცა რონალდო იყო მის გუნდში ის იყო პირველზე... მერე გადავიდა და ეხლა მისი გუნდის ახლანდელი ლიდერი უნდა დაესახელებინა ვინმე... დაასახელა აზარიი და მერე რონალდო.... ანუუ ხო ვხდებით რო ფარსიაა ეს ყველაფერი და უმეტესობა პირადი გუნდელების და მეგობრების მიმართ იხრება.... არც მესის ვამართლებ წინა წლებში მანაც იცოდა ესეთი უაზრო გადაწყვეტილებები ხოლმე მაგრამ ასე თუ ისეე ჯდება ნორმებში სულ. რატო ბრმავდებიან და რა აზრი აქვს ამ თავიანთი ქვეყნის ფეხბურთელებზე ან გუნდელებზე ხმის მიცემა...რა აზრი აქვს... მათ არ უტეხავენ და ისინი გაბრაზდებიან? მაგ დონემდე არიაან? არ იცის იმან რომ არ ეკუთვნის? რამე სამეგობროში თამაშობენ მარტო სექრეთ სანტასავით და ეწყინება თუ რა უბედურება.... მთელი მაოფლიო გებულობს მერე ვინ ვის მისცა ხმა და თავს იგდებენ ამით დასაცინები ხდებიან... კაროჩე ყველა ჯილდო იდიოტობაა და ფიზიკურად ვერ იქნება ობიექტური... მაგრამ რას ვიზამთ
    dima359
    სტუმარი [?]
    #18 24 სექტემბერი 2019 08:50
    11
    ეს ზურაბ ფოცხვერია სუფთა მზეა, რა იდიოტი უნდა იყო აზარი, კეინი და რონალდუ რომ დაასახელო. ესეთ მზეებს საერთოდ არ უნდა მიაცემინონ ხმა, არაკომპეტენტური დედამიცენზურებულები აგებინებენ მოდრიჩებს. გასაგებია ყველას თავისი აზრი აქვს მაგრამ თვალები არ გაქვს შე მზეო?! ფეხბურთს არ უყურებ?!

    რონალდუ ხო ვაბშე ბოღმითა და ეგოიზმითაა სავსე, ტიპი ამბონს მსოფლიოში საუკეთესო ვარო და მესის სამეულში არ აყენებს:) ამის ფანებს არ გიტყდებათ?! თუ ყველა ეგეთი ხართ

    პერესმა ცხვრები დაკლა ქართველი პოლიტიკოსებივით, რეალის ფეხბურთელებს ხმები რომ მიეღოთ:)
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #17 24 სექტემბერი 2019 08:10
    4
    აუ ვან დეიკი პიროვნულადაც მაგარია.

    ისე რეალს არ ვერჩი მარა მარსელო რამოსი და მოდრიჩი რატო იყვნენ.

    არნოლდი რობერტსონი და პედოფილი ლუკას მოურა უნდა ყოფილიყვნენ.

    მბაპეს მაგივრად კი ტადიჩი ამ ზიეჩი უფრო ლოგიკური იქნებოდა..
    A.INIESTA
    სტუმარი [?]
    #16 24 სექტემბერი 2019 07:17
    0
    ბიჭებო სურათი როგორ დავაყენო მასწავლეთ
    გულშემატკივარი [?]
    #15 24 სექტემბერი 2019 03:44
    4
    ფოცხვერია რო მადრიდისტაა კეფაზე აწერია 😁
    ფანი [?]
    #14 24 სექტემბერი 2019 03:06
    3
    ქართველებმა არჩევანი გააკეთა ნუ იტყვი ფეხბურთი რომ არ იციან ხო კარგი მაგრამ უყურე მაინც ვინ თამაშობს ან დაუჯერე მწვთნელს ვა.კანკავა მესი მოედანზე რომ ნახო ვერ მიგასწრებენ მაიკის გასაცვლელად და ეხლა რა ვანდა sweat_smile იკებოდა
    Culé [?]
    #13 24 სექტემბერი 2019 02:59
    2
    ჰაჰაჰაჰაჰა აზარს რატო უნდა მიცე ხმაა ვინა აზარიიი..))))))))))))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 24 სექტემბერი 2019 01:55
    2
    ციტატა: Messiah
    კრისტიანო - დე ლიხტი , დე იონგი , მბაპე
    მესსი - მანე , რონალდუ , დე იონგი


    ისე მარტო კაპიტნებს , ნომინანტებს , და მწრთვნელებს უნდა შეეძლოთ ხმის მიცემა ...

    რა შუაშია მედია ..

    გაჩერდი ბიჭო მედია რო არა ვინ შეტენიდა რონალდოს ამდენ ოქროს ბურთს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #11 24 სექტემბერი 2019 01:35
    9
    ვინიცის რამდენი ფოცხვერიაა კიდევ მთელ მსოფლიოში დდ ... ახლა აღარ მიკვირს მოდრიჩი და მარსელო.
    გულშემატკივარი [?]
    #10 24 სექტემბერი 2019 01:33
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ბიჯო ვინაა ეს ფოცხვერია მიტხარით რა მაგის სურათი დამილინკეთ

    ქართველი რონსეროა. ფოტო კი არვიცი და ამ ღამით არც მინდა ვნახო :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 24 სექტემბერი 2019 01:31
    1
    ბიჯო ვინაა ეს ფოცხვერია მიტხარით რა მაგის სურათი დამილინკეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Geo-fcb
    სტუმარი [?]
    #8 24 სექტემბერი 2019 01:27
    3
    ფოცხვერია რა გოდორია smile
    აი ეგაა, ეგეთი გონზე არ მყოფი ჟურნალისტები რო აძლევენ ხმას იმიტომაა ხან ვინმე გაუგონარი რო იგებს ხოლმე
    Nou kamp
    სტუმარი [?]
    #7 24 სექტემბერი 2019 01:25
    1
    ციტატა: Ramosi14
    ისე საინტერესო ფაქტი რო იცოდეთ მესის ხმის მიცემაშI მონაწილეობდნენ 25 პროცენტი ჟურნალისტები 25 მწვრთნელები 25 ფანები 25 ფეხბურთელები მესიმ მოიგო ფეხბურთელების ფანების და მწვრთნელების გამოკითხვაში ვან დეიკმა ჟურნალისტებში დააგროვა ყველაზე მეტი ხმა. ოქროს ბურთის გამარჯვებულს კი ჟურნალისტები ადგენენ, თავად განსაჯეთ აწი )

    ჯერ იქედან დავიწყოთ ძმა რომ შენ მოგწონს ეგ წესი რომ სიტყვაზე ჟურნალისტები ირჩევენ ოქროს ბურთის მფლობელს?
    მეორეს კიდე მე გეტყვი ძმა ჟურნალისტები კი არა ყველამ ყველაფერი ვიცით უკვე თუ ვინ ვის ირჩევს.
    მურმანი
    სტუმარი [?]
    #6 24 სექტემბერი 2019 01:19
    0
    ოქროს ბურთის საჯილდოვება როდისაა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 სექტემბერი 2019 01:18
    2
    ციტატა: Ramosi14
    ისე საინტერესო ფაქტი რო იცოდეთ მესის ხმის მიცემაშI მონაწილეობდნენ 25 პროცენტი ჟურნალისტები 25 მწვრთნელები 25 ფანები 25 ფეხბურთელები მესიმ მოიგო ფეხბურთელების ფანების და მწვრთნელების გამოკითხვაში ვან დეიკმა ჟურნალისტებში დააგროვა ყველაზე მეტი ხმა. ოქროს ბურთის გამარჯვებულს კი ჟურნალისტები ადგენენ, თავად განსაჯეთ აწი )

    კაი კაი სხვა რამით დაიმშვიდე გული ავტომატურად იმას აძლევენ ოქროს ბურთს ვინც ამ ჯილდოს იგებს სამჯერ გათამაშდა ეს ჯილდო და სამივეჯერ ამ ჯილდოს მოგებულს გადაეცა ოქროს ბურთი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 24 სექტემბერი 2019 01:11
    2
    ვინც მესის არ მისცა ხმა დანახული დაუნახავები არიან რააა გასაკვირი დიდი არაფერია.
    --------------------
    ნამდვილი ფეხბურთი აცელილია თანამედროვეობას, მარტივია გამოსაცნობად თუ რა უშლის ხელს ამას... სამწუხაროა...
    Culé [?]
    #3 24 სექტემბერი 2019 01:10
    3
    ნოიერი ლევანდოვსკი ტიპიური მზეები, ფოცხვერია რაც ჟურნალის სახელია რაღა უნდა გაგიკვირდეს. მესის საღოლ რონალდუს გამო და ვანდეიკისგანაც გამისწორდა მესის დაფასება.
    --------------------
    ნამდვილი ფეხბურთი აცელილია თანამედროვეობას, მარტივია გამოსაცნობად თუ რა უშლის ხელს ამას... სამწუხაროა...