აბიდალი იტალიაში იყო - ვის აკვირდება "ბარსელონას" სპორტული დირექტორი?
- 23-09-2019, 16:03
-
InfinityIniesta
- 10

გუშინ, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი იტალიაში იმყოფებოდა. ის "ნაპოლისა" და "ლეჩეს" დაპირისპირებას დაესწრო.
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ფაბიან რუისის შეძენას აპირებდა, ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ აბიდალი სწორედ ახალგაზრდა ესპანელ ნახევარმცველს აკვირდებოდა. აღსანიშნავია, რომ რუისმა გუშინდელ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა.
ასევე, არსებობს იმის შანსი, რომ ერიკი იტალიაში "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის თამაშის სანახავად იყო ჩასული.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებმა "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ერიკ აბიდალის ვიზიტზე ჰკითხეს: "როცა აბიდალი დავინახე, მას მივესალმე, თუმცა ფაბიანი აქ თავს კარგად გრძნობს." - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]