"ბარსელონას" საკალათბურთო გუნდი ესპანეთის სუპერ თასის ფინალშია

"ბარსელონას" საკალათბურთო გუნდი ესპანეთის სუპერ თასის ფინალშია

ქალთა გუნდისა და "ბარსა ბ"-ს შემდეგ, დღევანდელ დღეს თავისი მატჩი "ბარსელონას" საკალათბურთო გუნდმაც მოიგო.

კატალონიელები, ესპანეთის სუპერ თასის 1/2-ფინალში, "ვალენსიას" მასპინძლობდნენ. მადრიდში გამართული შეხვედრის 3 მეოთხედის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, დასკვნით მეოთხედში კი "ბარსა" 6-ქულიანი უპირატესობით იმარჯვა და საბოლოო ჯამში მეტოქეს ანგარიშით 71-65 აჯობა.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს "რეალი" და "ფუენლაბრადა" დაუპირისპირდებიან, დღეს, 23:00 საათზე გაიმართება. ამ გუნდებს შორის უფრო ძლიერი ხვალ, 22 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ფინალში "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

ამ წუთებში მიმდინარეობს ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, რომელშიც "ბარსა" "ცელეს" მასპინძლობს. კატალონიელები გამოკვეთილი ფავორიტები არიან და დამაჯერებლადაც იგებენ.

დღესვე, 23:00 საათზე, "ბარსელონას" ფეხბურთის პირველი გუნდი "გრანადას" დაუპირისპირდება და იმედი გვაქვს, გამარჯვებას ისიც მოიპოვებს.

"ბარსელონას" ყველა გუნდის თამაშის პირდაპირ ეთერში ყურება ვებგვერდზე barcamania.live შეგიძლიათ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.