გარი ლინიკერი: მესი მარადონაზე უკეთესია

  • 21-09-2019, 12:47
  • გარი ლინიკერი: მესი მარადონაზე უკეთესია

    ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ლინიკერმა "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი და მისი თანამემამულე, დიეგო მარადონა ერთმანეთს შეადარა.

    "ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მარადონაზე უკეთეს მოთამაშეს ვნახავდი. დიეგო დაუჯერებლად კარგი იყო. მას დიდ პატივს ვცემდი, როგორც ყველა."

    "მესი ყველაფერს და უფრო მეტსაც აკეთებს, რასაც მარადონა აკეთებდა. ლეოს მატჩებისა და გოლების თანაფარდობა თითქმის ერთს უდრის (ე.ი. ის მეტოქის კარს თითქმის ყოველ თამაშში იღებს). დიეგოს კი ორ თამაშში ერთი გოლი გაჰქონდა."

    "ასევე, მესის საუკეთესო დრიბლინგი და პასის კულტურა აქვს, რაც კი ოდესმე მინახავს. თამაშის ამ ორ ასპექტში დიეგოც კარგი იყო, თუმცა ლეო ამას 15 წელია აკეთებს."

    "რონალდუ? მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა როცა მესის თამაშს ვუყურებ, მიხარია. მას შეუძლია ერთ მატჩში 4 ან 5 ისეთი მოქმედება გააკეთოს, რომ სკამიდან წამოგაყენებს." - ციტირებს გარი ლინიკერის სიტყვებს talkSPORT.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    21 სექტემბერი 2019 14:43

    გარიიი <3 ლეო როგორ უყვარს

    6
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV