ანსუ ფატი ესპანეთის მოქალაქე დღეს გახდება

ანსუ ფატი "ბარსელონას" სეზონის აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი 16 წლისაა, მან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მოქალაქეობის მიღების საჭიროებაში დაარწმუნა. Marca-ს ინფორმაციით, პასპორტი ფატი დღეს გადაეცემა.
ანსუ ფატი წარმოშობით აფრიკელია, დაიბადა გვინეა-ბისაუს რესპუბლიკაში, თუმცა 6 წლის ასაკში მშობლებთან ერთად სევილიაში გადავიდა საცხოვრებლად. ესპანეთს სურს ფატი 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახდეს და გუნდს ამავე ასაკობრივ კატეგორიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმაროს. ტურნირი ბრაზილიაში ჩატარდება და 26 ოქტმობერს ოფიციალურად გაიხსნება.
ჩემპიონატში მონაწილეობის გამო ფატის საშუალება არ ექნება სეზონის პირველი "ელ კლასიკოს" განაცხადში იყოს, რადგან თამაში 27 ოქტომბერს გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]