დაუჯერებელი სტატისტიკა: "ბარსა" ლიგის პირველ მატჩს 21 წელია არ აგებს

  • 20-09-2019, 20:47
  • დაუჯერებელი სტატისტიკა: "ბარსა" ლიგის პირველ მატჩს 21 წელია არ აგებს

    მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში ვერ მოიგო, "დორმტუნდთან" გამართული მატჩიდან პოზიტივის დანახვაც შეიძლება. მაგალითად იმის, რომ ზედიზედ 21-ე წელია, რაც "ბლაუგრანა" ლიგის პირველი ტურის შეხვედრას არ აგებს.

    წარმატებული სერია 1998 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედთან" "ოლდ ტრაფორდზე" გამართული თამაშით (3-3) დაიწყო. იმ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჩავი ერნანდესს ჰქონდა.

    მას შემდეგ, "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში არ წაუგია. ამ მონაცემში მე-2 ადგილს მიუნხენის "ბაიერნი" იკავებს ზედიზედ 15 წაუგებელი სტარტით, ხოლო მე-3 ადგილზე "რეალია" (12 თამაში).

    აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის შემდეგ, "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წაგება საერთოდ არ აქვს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    21 სექტემბერი 2019 17:30

    ციტატა: me da barca
    ეს კარგია, მაგრამ ხშირად როცა ვუყურებ სილკ სპორტს და გვიჩვენებენ ლივერპულის ფეხბურთელები, თუ როგორ ზეიმობენ ლიგის გამარჯვებას და იბრიქებიან კამერის წინ, გული მიკვდება. მიმაჩნია, რომ ეს თასი მოგვპარეს, წაგვართვეს. ცალი ფეხით ფინალში ვიყავით და ვიღაცამ დიდმა გადაწყვიტა, რომ ეს თასი ბარსას არ უნდა წაეღო. ვიცი ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამარ მე მჯერა, რომ ბარსამ ის თამაში არა სპორტულად წააგო. ვიღაცამ რაღაცა იმაიმუნა, მე ასე მჯერა და ვისაც არ უნდა ნუ დაიჯერებს.

    კი არ მოგვპარეს, ალბამ და რაკიტიჩმა გააჩუქეს, თუმცა დემბელეს რო სახლში ჭკუით ეთამაშა ასეთი რამე არ მოხდებოდა.

    0
    გასულია
    KingMessi წევრი [?]

    20 სექტემბერი 2019 23:02

    Me welsac maqvs chempionta ligis mogebis imedi #ViscaBarca #ViscaCatalonia

    1
    გასულია
    Ika-cule წევრი [?]

    20 სექტემბერი 2019 21:27

    Fleiofia saqme 4welia ligis gareshe vart da welsac ar maq mogebis imedi valverdes xelshi

    2
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    20 სექტემბერი 2019 20:58

    აბა რა ბარსა ხომ საუკეთესო გუნდია

    3
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    NS50 გულშემატკივარი [?]

    20 სექტემბერი 2019 20:48

    სამაგიეროდ პლეი-ოფში აგებენ
    სტაბილურად

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV