მისტერ გამძლეობა: ალბას პირველი ტრავმა ბოლო 2 წლის განმავლობაში

  • 20-09-2019, 19:53
  • მისტერ გამძლეობა: ალბას პირველი ტრავმა ბოლო 2 წლის განმავლობაში

    ჟორდი ალბა ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ფეხბურთელია შემადგენლობაში, რასაც სტატისტიკაც კი მოწმობს. რთული წარმოსადგენია, რომ ესპანელმა ბოლო ტრავმა 2017 წლის ოქტომბერში მიიღო.

    ეს იმას ნიშნავს, რომ ჟორდი ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელი იყო და არაჩვეულებრივი შეხვედრები ჩაატარა.

    მიუხედავად იმისა, რომ მისი თამაში ისეთივე შთამბეჭდავი აღარაა, ვერავინ უარყოფს იმას, რომ ჟორდი "ბარსას" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. 30 წლის ფეხბურთელი წინა სეზონში ერნესტო ვალვერდესთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იყო, რომელმაც ყველა ტურნირის 54 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 17 საგოლე გადაცემა.

    2017 წლის 17 ოქტომბერს ის სანაკრებო პაუზის დროს დაშავდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონა", "ოლიმპიაკოსს" უნდა დაპირისპირებოდა. მან გამოტოვა ეს შეხვედრა და ასევე მატჩები "გრანადასთან" და "ვილიარეალთან".

    ის ფაქტი, რომ ალბა ამდენი ხნის განმავლობაში ჯანმრთელი იყო, გასაოცარია, რადგანაც ადრე იგი ტრავმებს ხშირად იღებდა. 2016 წელს ჟორდი დიეტაზე დაჯდა, რამაც მას ტრავმები თავიდან ააცილა.

    შეგახსენებთ, რომ ალბამ "დორტმუნდის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი პირველივე ნახევარში დატოვა. As-ის ცნობით მას ორი ან სამი კვირა გაუცდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge