ლუკას ალკარასი: "ბარსელონას" ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი

ლუკას ალკარასი: "ბარსელონას" ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი

ლუკას ალკარასი "გრანადას" ბოლო მწვრთნელია, რომელმაც "ბარსელონა" დაამარცხა. სწორედ ამ გამარჯვებაზე ისაუბრა ალკარასმა Marca-სთან ინტერვიუში. მართალია შეხვედრა 2014 წლის 12 აპრილს შედგა, თუმცა მწვრთნელს ყველაფერი გუშინდელი დღესავით ახსოვს.

"თითქმის ყველაფერი მახსოვს. ეს ძალიან გრძელი და დამღლელი მატჩი იყო. ანეკდოტად გეტყვით, რომ ჩემმა ასისტენტმა მირჩია, თამაშის შეჩერების მიზნით, მე-80 წუთზე ცვლილება განმეხორციელებინა, თუმცა ვგრძნობდი, რომ მცველის გაყვანით თამაშს ვერ მოვიგებდით. 86-ე წუთზე ჯეისონ მურილიომ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად დიეგო მაინცი შემოვიდა, 90-ე წუთზე კი გოლიც გავიტანეთ."

ალკარასმა ნეიმარისა და მანუელ იტურას დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

"ნაიმარი კარგი მოთამაშეა, რომელთანაც ორთაბრძოლა ძნელია, თუმცა იგი შეეჯახა იტურას, რომელიც, ასევე, მამაცია. მათ შორის უთანხმოება შესვენებაზე ჩხუბით დასრულდა."

"ეს რეკორდი სამუდამო არაა და ვიმედოვნებ, რომ "გრანადა" "რეალისა" და "ბარსელონას" დამარცხებას შეძლებს. საიმედოობა და შესაძლებლობა, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დონეზე "გრანადას" "ბლაუგრანას" დამარცხების შესაძლებლობას აძლევს. "ბარსელონას" ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი." - ციტირებს ალკარასის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ზ უ რ ა
    სტუმარი [?]
    #2 20 სექტემბერი 2019 20:02
    2
    საღოლ ზმაო.ბოლო მაგარი იყო. (y)
    ფანი [?]
    #1 20 სექტემბერი 2019 18:15
    10
    ეს კი არა აკვირდებით რომ ეს დებილცხვირა კაცი გრიზმანს კოუტინიოს გზაზე აყენებს, არასწორ პოზიციაზე თამაშის გამო?? მეზიზღება მთელი ხელმძღვანელობა, ვინც მაგაზე კარგი მწვრთნელი ვერ იპოვა, გული მერევა, მესისნაირი მსოფლიომ შეიძლება ვეღარ ნახოს და ამ დებილ მწვრთნელს შეწირა ტიპმა კარიერის სამი წელი, რაღა ქნას როდემდე ათრიოს გუნდი?? მეცოდება ტიპი, ლიგა ორჯერ წაართვა მაგისმა დებილმა ტაქტიკამ, იქ ცალკე არგენტინაში, სან პაოლის და ვალვერდე რომ მესსის ჭკუას ასწავლიან ფეხბურთის თამაშს, ის სამყარო ^&*თ%^&%^ მე... მადლობა