Mundo Deportivo: ერნესტო ვალვერდე "გრანადასთან" როტაციას მიმართავს

  • 20-09-2019, 11:13
  • Mundo Deportivo: ერნესტო ვალვერდე "გრანადასთან" როტაციას მიმართავს

    ამ სეზონის განმავლობაში, ერნესტო ვალვერდეს როტაციისთვის არ მიუმართავს. მას ამორჩეული ჰყავს 7 ფეხბურთელი, რომლებმაც ყველა ოფიციალურ შეხვედრაში სასტარტოდან დაიწყეს თამაში. თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, ლიონელ მესის დაბრუნების და ჟორდი ალბას ტრავმის გამო, მწვრთნელი შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. ფირპომ თამაში შეიძლება სასტარტოდან დაიწყოს.

    წყაროს თანახმად, რაკიტიჩიც პირველივე წუთებიდან დაიწყებს. ხორვატი მწვრთნელს ამ სეზონში ფაქტობრივად არ გამოუყენებია. ეს სიურპრიზი იყო, რადგან წინა სეზონებში მას გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. მწვრთნელმა იგი "დორტმუნდთან" მატჩში, სერჟიო ბუსკეტსის ნაცვლად შემოიყვანა.

    თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, მაშინ საწყისი თერთმეტეული შემდეგნაირი იქნება:

    ამ სეზონში ზემოთნახსენები 7 შეუცვლელი ფეხბურთელი იყო: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ნელსონ სემედუ, ჟერერ პიკე, კლემან ლანგლე, ჟორდი ალბა, ფრენკი დე იონგი და ანტუან გრიზმანი.

    მწვრთნელი ბუსკეტსაც ხშირად ათამაშებს, მაგრამ მან ლა ლიგის გახსნიში შეხვედრა, "ბილბაოსთან", გამოტოვა.

    საინტერესოა ისიც, რომ "გრანადასთან" მატჩში იქნება პირველი სეზონში, სადაც ვალვერდე განახლებულ დაცვის ხაზს შემოგვთავაზებს, რადგანაც ალბამ ტრავმა მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სეზონში სუარესის, მესისა და გრიზმანის ტრიოს სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვიხილავთ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    20 სექტემბერი 2019 16:24

    და ბუსკეცმა რა დააშავა? ყველაზე დაბალი ღობე აღმოჩნდა?

    2
    გასულია
    alexx გულშემატკივარი [?]

    20 სექტემბერი 2019 16:02

    მარცხნიდან გრიზმანი არ ვარგა

    2
    საიტზეა
    forever barcelona ფანი [?]

    20 სექტემბერი 2019 14:50

    მეტი
    ვაგე ტობი პიკე ფირპო
    ალენია ვიდალი რაკეტა
    მესი სუა პერეზი(დემბოს)

    0
    გასულია
    ana anukii ფანი [?]

    20 სექტემბერი 2019 14:41

    ციტატა: M10 S9 D11
    გრიზმანმა უნდა დაისვენოს აფსოლიტურად ყველა იგრაში ბოლომდე ითამაშა და ბოლომდე დაიხარჯა ასევე ფრენკიმაც უნდა დაისვენოს და სემედუმაც არც პიკეს დასვენება იქნებოდა ურიგო ჩემი აზრით ესეთი კამანდა უნდა გაიყვანოს
    შტეგენი
    ვაგე ტოდიბო ლენგლე ფირპო
    არტური რაკიტიჩი ალენია
    მესი სუარესი ფატი

    ფატი-დემბელე
    სუარესი-გრიზმანი
    ალენია-ვიდალი

    არ გეთანხმები .. სეზონის სტარტია ფორმაში არ არიან ... მერეც შეთამაშებულები არ არიან ასე რომ ბოლო წუთებამდე არ უნდა იყოს ცვლილებები

    0
    გასულია
    არტურო ვიდალ წევრი [?]

    20 სექტემბერი 2019 14:40

    ........................შტეგენი🚀........................
    სემედო🔥ლენგლ🤺ტოდიბო💣ფირპო🎱
    ................ფრენკი⚽️ვიდალი👑................
    .......................🏆მესი🥇..........................
    .......ფატი🚄.....სუარესი🎯......დემბო🏥...

    არა ხო შეიელება რო ასე ერხელ ათამაშოს არა ხვალ ნახვთ რობერტოებს ათამაშებს ათამაშე ვიდალი დედას უტირებს ყველას დანარჩენებმა დაისვენოს ცოტა🔴🔵

    3
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    20 სექტემბერი 2019 12:57

    გრიზმანმა უნდა დაისვენოს აფსოლიტურად ყველა იგრაში ბოლომდე ითამაშა და ბოლომდე დაიხარჯა ასევე ფრენკიმაც უნდა დაისვენოს და სემედუმაც არც პიკეს დასვენება იქნებოდა ურიგო ჩემი აზრით ესეთი კამანდა უნდა გაიყვანოს
    შტეგენი
    ვაგე ტოდიბო ლენგლე ფირპო
    არტური რაკიტიჩი ალენია
    მესი სუარესი ფატი

    ფატი-დემბელე
    სუარესი-გრიზმანი
    ალენია-ვიდალი

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ini888 Culé [?]

    20 სექტემბერი 2019 12:44

    suaesis fartxals unda uyurot rakitichtan ertad isevsvarka iqneba

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    20 სექტემბერი 2019 12:12

    ბუსიმ დაისვენოს, რაკეტას უნდა მიეცეს დრო რო ფასი არ დაუვარდეს და იანვარში გავყიდით ერთი 30 ად მაინც. ვაგეც მაინტერესებს მარა ჯერ ადრეა. საშინაო თამაშში დავტესტოთ, გრანადა დამპპალი გუნდია, თან სახლში, ასე რომ ზედმეტი როტაცია არ გვინდა. ეს 2 კვირა ფირპოს ვნახავთ რისი თავი აქვს. მესი კიდე სასტარტოდან ჯერ ადრე ხხო არაა? დაიწყოს ისევ ფატიმ ან პერესმა და ლეო შემოვიდოდა მერე. თან ეს ფატი მარცხნივაა კარგი, გრიზმანი კიდე მარჯვნივ მერე ეს პიტალო პირიქით აყენებს

    0
    გასულია
    Vengance გულშემატკივარი [?]

    20 სექტემბერი 2019 12:11

    ფატი და კარლეს პერესი დროა დაბრუნდნენ ბარსა ბ - ში ვსიო მაგათი თამაშები დასრულდა სამწუხაროდ. შესაძლოა კამპ ნოუზე რომელიმე სუსტ მეტოქეებთან ან თასზე ათამაშონ ისე შანსი არაა არც სუარესს შეცვლის და არც მესის გრიზმანს შეცვლის ალბათ იშვიათად და იქაც ეს სი** დემბელე არის რომელშიც კლუბმა 100+ მილიონი გადაიხადა და ესე ვერ გაახმობენ სკამზე მარა ნუ რას ვიზავთ ეგრეა და ...

    0
    გასულია
    barsa7messi10 წევრი [?]

    20 სექტემბერი 2019 11:49

    ვსიო რაა რაც წავაგეთ მესის არყოფნაში გვეყო, აწი წაუგებლად უნდა დავამთავროთ ლა ლიგა ვალვერდემ თუ რაღაცეები არმიქარა.

    1
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    20 სექტემბერი 2019 11:24

    ბუსკეც გარეშე ძალიან რთული მატჩი იქნება.

    სავარაუდოდ ამ ტურში და შემდეგში რეალი დაკარგავს ქულებს. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ.
    და დავეწიოთ.

    0
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    tigresa Culé [?]

    20 სექტემბერი 2019 11:20

    აუ არა რაა.... ლა ლიგაში რეალის მერე ყველაზე მეტად გრანადა მძულს, მწარედ მახსოვს შარშან ეინ ლა ლიგა რო გზმოგვაცალეს.. პირიქით, შური უნდა ვიძიოთ

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge