MD: ანსუ ფატი "ვესტ ჰემში" გადასვლასთან ახლოს იყო
Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით HITC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი, ანსუ ფატი, ჯერ კიდევ პირველ გუნდში დებიუტამდე ინგლისური "ვესტ ჰემ იუნაიტედის" სამიზნე იყო.
ლონდონელებმა ფატის ოჯახთან მოლაპარაკებები გამართეს, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ანსუმ და მისმა ოჯახმა კარიერის განვითარებისთვის "ბარსა" აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კატალონიურ კლუბს ინგლისის ან გერმანიისთვის არაერთი ფეხბურთელი ტოვებდა.
ახლა ფატის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.
საინტერესოა, რომ "ვესტ ჰემს" ნიჭიერი ფეხბურთელების შემჩნევა აქამდეც გამოსდიოდა. 2018 წელს მათ ჟუან ფელიშის შეძენაც სცადეს, იქამდე, სანამ ის "ბენფიკას" პირველ გუნდში თავს გამოიჩენდა და საფეხბურთო სამყაროს ინტერესის სფეროში მოექცეოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]