ტერ შტეგენი: ლუსიენ ფავრი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვინც მყოლია

ტერ შტეგენი: ლუსიენ ფავრი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვინც მყოლია

"ბარსელონას" კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, "დორტმუნდთან" დღეს გასამართი მატჩის წინ, გერმანული კლუბის მთავარ მწვრთნელზე, ლუსიენ ფავრზე საუბრობს.

ტერ შტეგენი და ფავრი ერთმანეთს კარგად იცნობენ. როდესაც გერმანელი მეკარე "გლადბახში" თამაშობდა, მას სწორედ შვეიცარელი დამრიგებელი წვრთნიდა.

"ლუსიენ ფავრს საკმაოდ კარგად ვიცნობ. მან მე პირველი შანსი მომცა და ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვინც მყოლია." - ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 17 სექტემბერი 2019 18:19
    5
    ამ სიტყვებით ვალვერდეს მიანიშნებს ხუი ხარო :დ