"დორტმუნდის" 5 ფეხბურთელი, რომლებსაც "ბარსასთვის" წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ

"დორტმუნდის" 5 ფეხბურთელი, რომლებსაც "ბარსასთვის" წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ

კატალონიელები 2019/2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს "დორტმუნდთან" დაპირისპირებით გახსნიან. პორტალი Tribuna გვთამაზობს საინტერესო ბლოგს, სადაც ჩამოთვლილია გერმანელების 5 ფეხბურთელი, რომლებსაც "ბარსასთვის" პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

მატს ჰუმელსი

როდესაც ძლიერი ცენტრალური მცველი 2016 წელს, "დორტმუნდიდან" "ბაიერნში" გადავიდა, ბორუსიელების დაცვა ძალიან დასუსტდა. მათთვის საბედნიეროდ, 3 წლის შემდეგ იგი სამხრეთიდან დაბრუნდა. 30 წლის ფეხბურთელი ხისტია და ასევე არაჩვეულებრივია გადაცემებში. თუ კატალონიელები მოცემულ მონაკვეთში პრობლემებს შექმნიან, ჰუმელსს მათი გადაჭრა შეეძლება.

მნიშვნელოვანი მაჩვენებელი: ჰუმელსს ამ სეზონში, როგორც "დორტმუნდის", ასევე გერმანიის ნაკრების რიგებში, 720 წუთის განმავლობაში, გადაცემების 89%-იანი სიზუსტე აქვს.

რაფაელ გირეირუ

"ბარსას" უნივერსალი პორტუგალიელის გადმობირება ამ ზაფხულშივე უნდოდა. საბოლოოდ ის "ბორუსიაში" დარჩენაში დაარწმუნეს და "ბარსამ" მის ნაცვლად 23 წლის მარცხენა მცველი, ფირპო იყიდა, თუმცა გირეირუ უფრო გამოცდილია. მეტიც, 25 წლის ფეხბურთელს, როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში. წარმოიდგინეთ, როგორი სიმდიდრე იქნებოდა იგი!

მნიშვნელოვანი მაჩვენებელი: გერეირუს 2019/2020 სეზონის სტარტიდან 83%-იანი პასების სიზუსტე აქვს.

ალექს ვიტსელი

"დორტმუნდამდე" ბელგიელი რუსეთსა და ჩინეთში თამაშობდა. ბუნდესლიგაში გადასვლის შემდეგ მან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. 30 წლის ფეხბურთელის რამე დამახასიათებელი ნაკლოვანებებიც კი არ ჩანს, იმდენად დაოსტატებულია იგი გადაცემებში. 3 თამაშის განმავლობაში მან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მნიშვნელოვანი მაჩვენებელი: იმ ერთადერთ მატჩში, რომელშიც "დორტმუნდი" დამარცხდა, ვიტსელს ტრავმის გამო არ უთამაშია.

ჯეიდონ სანჩო

19 წლის ფეხბურთელი ბევრ გრანდს უნდოდა, რომელთა სიაშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" და მისი ყოფილი გუნდი "მანჩესტერ სიტი" შედიოდნენ. მარტო ამ სეზონში, ბუნდესლიგის 4 მატჩში მან ორჯერ გაიტანა და ოთხჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა. სანჩოს შესანიშნავი უნარებით, მუშაობითა და დამოკიდებულებით, იგი შეიძლება მესის სავარაუდო მემკვიდრე გახდეს.

მნიშვნელოვანი მაჩვენებელი: ქვეყნის ჩემპიონატში 2018/2019 სეზონიდან მოყოლებული სანჩომ ყველაზე მეტი (18) საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ლეო მესისაც კი აჯობა.

პაკო ალკასერი

დაუშვა თუ არა "ბარსელონამ" შეცდომა, როდესაც წინა ზაფხულში ამ თავდამსხმელს გამოეთხოვა? ესპანელში "დორტმუნდმა" მხოლოდ 21 მილიონი ევრო გადაიხადა. ბუნდესლიგაში გადასვლის შემდეგ მან 38 მატჩში, 26 გოლი გაიტანა. "ბარსელონამ" ალკასერის გაშვება ნამდვილად უნდა ინანოს, რადგან ვერც მუნირმა და ვერც მალკომმა ლუის სუარესი ვერ ჩაანაცვლა. საბოლოოდ ისინი სხვა კლუბებში წავიდნენ.

მნიშვნელოვანი მაჩვენებელი: მიმდინარე სეზონში, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებული 8 მატჩიდან პაკომ გოლი ყველაში გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 სექტემბერი 2019 20:22
    1
    ფეხები ვერ მოგვჭამონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #6 17 სექტემბერი 2019 15:14
    2
    დორტმუნდი - ბარსელონა 2.80 3.35 2.54
    პირადად ჩემი აზრით დღეს დორტმუნდია ფავორიტი, და არა ბარსა. გასვლაზე ბარსას უჭირს ჯერჯერობით, მითუმეტეს დორტმუნდს ეთამაშებიან რომელსაც ძაან მაგარი მხარდაჭერა აქვთ სიგნალ იდუნა პარკზე, და თამ კარგ ფორმაში არიან
    Culé [?]
    #5 17 სექტემბერი 2019 14:33
    2
    ამ სასტავის გარდა როიზი გიოტზე ბრწყინვაკე ფეხბურთელები ჰყავს ბორუსია წელს მაღალი მიზნებისთვის ობრძოლებს ნებისმიერ ტურნირზე
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 სექტემბერი 2019 14:32
    1
    ალექს ვიტსელი კი არა, აქსელ ვიტსელი
    [?]
    #3 17 სექტემბერი 2019 13:24
    2
    ჯერ ერთი აქეთ თუ გავუწევთ წინაააღმდეგობას საკითხავია, მერე რა გერეირო, როისია მთავარი ძალა და არაფერი დაწერილა. ბრანტი და აზარი ფლანგებიდან და თუ წაუვიდათ თამაში აგვაწიოკებენ
    Culé [?]
    #2 17 სექტემბერი 2019 13:12
    2
    არაფერია სანანებელი პაკოს გაშვებაში, ბარსაში დარჩენით ამის ნახევარსაც ვერ გაიტანდა და მითუმეტეს სუარეზის შემცვლელი პაკო ნაღდად არაა
    Culé [?]
    #1 17 სექტემბერი 2019 13:12
    0
    პიკემ დროს აიღოს დაცვის პასუხიმგებლობა.
    ამდენი წელია გუნდშია.
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!