"დორტმუნდი" - "ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ
ლიონელ მესი "დორტმუნდთან" წინააღმდეგ მატჩისთვის განაცხადშია შეყვანილი, თუმცა ერნესტო ვალვერდეს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ითამაშებს იგი თუ არა.
ბილბაოს "ატლეტიკის" ყოფილმა ტაქტიკოსმა დააზუსტა, რომ მესის დაბრუნება "სიგნალ იდუნა პარკზე" მატჩამდე მცირე ხნით ადრე გადაწყდება.
"თამაშის წინ გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა მესი." - ვალვერდეს სიტყვებს "ბარსელონას" პრესკონფერენციიდან Marca ციტირებს.
"რამდენიმე დღით ადრე ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებულები, მაგრამ ბოლო ვარჯიში კარგად ჩატარდა და ის იმ ტკივილს აღარ გრძნობს, რომელიც ჰქონდა."
"იგი გაუმჯობესდა, თუმცა თამაშის წინ ყველაფერი ნათელი იქნება."
თუ ანსუ ფატის დებიუტი გერმანიაში შედგება, იგი იქნება "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია, თუმცა ვალვერდეს დაჟინებული აქვს, რომ მას მხოლოდ ტაქტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს.
"მე მასთან ბევრი არ მისაუბრია, თუ არ ჩავთვლით ტაქტიკურ მიზნებს," - დაამატა მან.
"არ მიყვარს რჩევების მიცემა, მაგრამ მე მას მაინც გავესაუბრები."
"მას ყველა კარგად ეპყრობა."
"ჩვენ ვნახავთ ითამაშებს ის თუ არა, და თუ ითამაშებს, ეს არა რეკორდის დამხობისთვის, არამედ გუნდის დასახმარებლად მოხდება."
55 წლის სპეციალისტმა წინა წელს "ლივერპულთან" გამოვარდნა გაიხსენა და ფეხბურთელებს წარსული დავიწყება და მომავალზე ფოკუსირება ურჩია.
"წინა წელს ჩვენ 8 თუ 9 თამაში მოვიგეთ, 1 წავაგეთ და ფინალში ვერ გავედით," - აღნიშნა ვალვერდემ.
"ფინალში გასულმა ორივე გუნდმა ჩვენზე მეტი თამაში წააგო."
"10 წუთის უგულებელყოფაც არ შეიძლება, რადგანაც შეცდომები ძვირად ფასობს."
"იმავე მიზეზით ერთ დღეს შეიძლება მოიგო, მეორე დღეს კი წააგო."
"მნიშვნელოვანია ფეხზე წამოდგომა, მაგრამ ეს ახლა წარსულს ეკუთვნის. ახლა კი მომავლის დროა."
"ფეხბურთი ახალ შანსს ყოვლეთვის გაძლევს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]