ანსუ ფატი კიდევ ერთი რეკორდის ზღვარზე

ანსუ ფატი კიდევ ერთი რეკორდის ზღვარზე

"ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი - ანსუ ფატი - ზეგ, დორტმუნდში, ჩემპიონთა ლიგის რეკორდის დამყარებას ეცდება. 

ბისაუ-გვინეელი ფეხბურთელი, რომელიც დიდი ალბათობით განაცხადში მოხვდება, გოლის გატანის შემთხვევაში ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი იქნება. თანაც, აქამდე ნაჩვენები საუკეთესო შედეგის გათვალისწინებით, მას ამის შანსი არა მარტო "სიგნალ იდუნა პარკზე", არამედ თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში, კერძოდ ნახევარფინალურ ეტაპამდე ექნება. 

"ბორუსიასთან" თამაშის დღეს ფატი 16 წლის და 322 დღის იქნება. მოქმედი რეკორდი განელ პიტერ ოფორი-კაის ეკუთვნის, რომელმაც გატანა 17 წლის და 195 დღის ასაკში, "ოლიმპიაკოსის" მაისურით შეძლო. ეს 1997 წელს მოხდა და აღსანიშნავია, რომ მისმა გუნდმა "რუსენბორგთან" მატჩი 1-5 წააგო. 

მომდევნო საუკეთესო ოთხეული ასე გამოიყურება: 

17 წელი, 216 დღე: მატეო კოვაჩიჩი (დინამო ზაგრები, 2011)

17 წელი, 218 დღე: სესკ ფაბრეგასი (არსენალი, 2004)

17 წელი, 218 დღე: ბოიან კრკიჩი (ბარსელონა, 2008)

17 წელი, 241 დღე: მარტინ კლაინი (სპარტა, 2002)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 სექტემბერი 2019 23:08
    1
    იმედია გაუტანს დორტმუნდს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 15 სექტემბერი 2019 21:31
    13
    იღბალი აქვს სხვათაშორის ამ ბიჭს. იმედია კარიერის ბოლომდე გაყვება.

    ბოაინმაც რა მაგრა დაიწყო მარა დღეს სადაა ღმერთმა იცის.