5 მიზეზი, რის გამოც „ბარსამ“ ფსონი ფატიზე უნდა გააკეთოს და არა ნეიმარზე

5 მიზეზი, რის გამოც „ბარსამ“ ფსონი ფატიზე უნდა გააკეთოს და არა ნეიმარზე

Marca წარმოგვიდგენს 5 ძირითად მიზეზს, რის გამოც ამომავალი ვარსკვლავის, ანსუ ფატის გამო "ბარსელონა" ნეიმარის გაფორმებაზე მუშაობას უნდა შეეშვას.

1. ბრაზილიელის ფასი

"ბარსელონას" ყოფილი ფორვარდის დასაბრუნებლად ბევრი ფინანსური რესურსის გაღება მოუწევს მაშინ, როცა აკადემიის "პროდუქტი" შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ეხმარება.

2. ფატი ფავორიტია

ეჭვგარეშეა, რომ ლა ლიგის გასულ 3 შეხვედრაში ნაჩვენებმა თამაშმა ფატის საყოველთაო პოპულარობა მოუტანა. მას შემდეგ, რაც ანსუ ქომაგთა რჩეული გახდა, ნეიმარის გაფორმება მათთვის მისაღები ნაბიჯი შეიძლება არ აღმოჩნდეს.

3. მესის ფაქტორი

"ბეტისთან" დებიუტის შემდეგ გავრცელდა ფოტო, სადაც ლეო მესი და ანსუ ფატი ერთმანეთს ეხუტებიან. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არგენტინელი ახალგაზრდა მოთამაშეს მხარს უჭერს.

4. ნეიმარის ტრანსფერი ფატის მდგომარეობას გაართულებს

ბრაზილიელის "ბარსელონაში" დაბრუნება ფატის არასასურველ მდგომარეობაში ჩააგდებს. ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გართულდება და ამან, შესაძლოა, ანსუ წასვლაზე დააფიქროს.

5. "ლა მასიას" კიდევ ერთი გამარჯვება

ხანგრძლივი კრიტიკის შემდეგ ვხედავთ, რომ "ლა მასიას" სამზარეულოში ყველაფერი რიგზეა. ფატის წარმატება აკადემიის პრესტიჟზე დადებითად იმოქმედებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 15 სექტემბერი 2019 20:44
    2
    როდესაც ასეთი იმდისმომცემი ბიჭი გყავს და თანაც შენი აღზრდილია, რას და ვის უნდა სდიო?!
    ნეიმარს სიტი "აიწოვს" სავარაუდოდ, დასჭირდება ლიგის მოსაგებად პეპს და მაგხელა მაყუთის გადამხდელი სხვაც არ ჩანს
    მესი და ჯეკა უკვე ვეტერნებია, სავარაუდოდ ჯეკა 2 სეზონში გადაბარგდება მლს-ყატარ-იაპონია-ჩაინაში, 35 წლის ასაკში, ლეო კაპიტანია და კიდევ დამატებით 3-4 სეზონი მაინც დარჩება მინიმუმ, შესაძლოა 40 წლამდე ითამაშოს ბარსაში, მაგრამ სეზონში 60-65 შეხვედრას ვეღარ ჩაატარებს
    ბარსას დასჭირდება წინა ხაზზე ნიჭერი ახალგაზრდები და ყავს კიდევაც, კიდევ 2-3 კაცი უნდა და შეივსება შემადგენლობა
    ფანი [?]
    #9 15 სექტემბერი 2019 19:26
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    არ სჭირდება მაგას 5 და 10 მიზეზი ნეიმარის ორი სეზონით პარპაშს ფატის განვითარება არ უნდა შეეწიროს მორჩა და გათავდა

    არ სჭირდება მაგას 5 და 10 მიზეზი მთავარია M10 S9 D11-მ ესე იბაზრა :D :D :D :D :D :D :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 სექტემბერი 2019 18:11
    8
    არ სჭირდება მაგას 5 და 10 მიზეზი ნეიმარის ორი სეზონით პარპაშს ფატის განვითარება არ უნდა შეეწიროს მორჩა და გათავდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #7 15 სექტემბერი 2019 17:22
    1
    ციტატა: Nou kamp
    ციტატა: nika 54
    მაპატიეთ, მაგრამ ეს ფატი მთლად მესი ან ნეიმარი ვერ არის. მოიგონეთ მესი ან ნეიმარი ამის ასაკში. არც მესისთვი და არც ნეიმარისთვის 2-3 ან გინდაც 4 მცველის მოტყუება არასდროს ყოფილა პრობლემა. აი ეს ჯერჯერობით იმ მაგიას ვერ აჩვენებს რასაც ისინი. მოკლედ კი ცდილობს კი აქვს ტექნიკა და კი მიაღწევს ბევრს, მაგრამ ის ზღაპრული მოძრაობა რაც მესის და ნეიმარს აქვთ ამას(და ეს გენეტიკურ დონეზე უნდა იყოს არა აქვს). ვისაც მესის პირველი გამოსვლა გახსოვთ ლიგაზე ჩელსისთან გეხსომებათ რეებს აკეთებდა როგორ ყრიდა იქით აქეთ მცველებს, როგორ დასდევდნენ არა ბურთის წასართმევათ, არამედ უბრალოდ დასამტვრევად რამოსის სტილში.
    ნეიმარი გახსოვთ რეებს აკეთებდა სანტოსში? პელე ვერ აკეთებდა ამას თავის დროზე ასე მსუბუქად და მარტივად. მოკლედ წარმატებები ფატის იმედია რაც მესიმ გააკეთა და მიაღწია იმის ნახევარს მაინც შეძლებს.

    მესი და ნეიმერი სამხრეთ ამერიკელები არიან მათ სისხლში აქვთ გამჯდარი ტექნიკური თამაში.ფატი აფრიკელია მაშასადამე სხვა სტილია საერთოდ.შეიძლება მესივით და ნეიმარივით ვერ იტექნაროს მაგრამ ზატო თავით თამაშობს კარგად.დანარჩენს ნელ ნელა დახვეწავს

    რასაც ნეიმარი სანტოსსი აკეთებდა ამის ასაკში იმის მესამედი ვერ ქნა 21 წლის ასაკში ბარსელონაში პირველ სეზონზე. ვერ არის მთლად სწორი შედარება. ამ ბიჭს ტექნიკური არსენალი ნამდვილად არ აკლია, ჯერ ორი თამაში ითამაშა თუ სამი და მე პირადად მსგავსი არ მახსოვს ეგეთი ვინმეს ექნას მესის გარდა. რაც შეეხება აფრიკას თქვენ პელე და რონალდინიო ბრაზილიში ციდან კი არ ჩაცვენილან. მეტსაც გეტყვით სწორედ ეგ ბრაზილიური სტილი რასაც ქვია, ანუ ,,ჯინგას" სტილი ზუსტად შავკანიანმა ფეხბურთელებმა შეიტანეს და დანერგეს ბრაზილიაში. ასე რომ ბრაზილიური ფეხბურთის არსებობაში შავკანიანები წვლილი უფრო მეტია ვიდრე ადგილობრივების.

    ისე კი ეს ფატი ყველაზე მეტად მბაპეს წააგავს
    Nou kamp
    სტუმარი [?]
    #6 15 სექტემბერი 2019 16:58
    0
    ციტატა: nika 54
    მაპატიეთ, მაგრამ ეს ფატი მთლად მესი ან ნეიმარი ვერ არის. მოიგონეთ მესი ან ნეიმარი ამის ასაკში. არც მესისთვი და არც ნეიმარისთვის 2-3 ან გინდაც 4 მცველის მოტყუება არასდროს ყოფილა პრობლემა. აი ეს ჯერჯერობით იმ მაგიას ვერ აჩვენებს რასაც ისინი. მოკლედ კი ცდილობს კი აქვს ტექნიკა და კი მიაღწევს ბევრს, მაგრამ ის ზღაპრული მოძრაობა რაც მესის და ნეიმარს აქვთ ამას(და ეს გენეტიკურ დონეზე უნდა იყოს არა აქვს). ვისაც მესის პირველი გამოსვლა გახსოვთ ლიგაზე ჩელსისთან გეხსომებათ რეებს აკეთებდა როგორ ყრიდა იქით აქეთ მცველებს, როგორ დასდევდნენ არა ბურთის წასართმევათ, არამედ უბრალოდ დასამტვრევად რამოსის სტილში.
    ნეიმარი გახსოვთ რეებს აკეთებდა სანტოსში? პელე ვერ აკეთებდა ამას თავის დროზე ასე მსუბუქად და მარტივად. მოკლედ წარმატებები ფატის იმედია რაც მესიმ გააკეთა და მიაღწია იმის ნახევარს მაინც შეძლებს.

    მესი და ნეიმერი სამხრეთ ამერიკელები არიან მათ სისხლში აქვთ გამჯდარი ტექნიკური თამაში.ფატი აფრიკელია მაშასადამე სხვა სტილია საერთოდ.შეიძლება მესივით და ნეიმარივით ვერ იტექნაროს მაგრამ ზატო თავით თამაშობს კარგად.დანარჩენს ნელ ნელა დახვეწავს
    sons of anarchy
    სტუმარი [?]
    #5 15 სექტემბერი 2019 16:53
    4
    ეს თუ იმ დონის ტალანტია როგორიც ახლა ჩანს, მესის აქვს ძალინ კარგი შანსი რომ აღზარდოს თავისი მემკვიდრე, ისე როგორც საჭიროა.. 16 წლის არის
    Nou kamp
    სტუმარი [?]
    #4 15 სექტემბერი 2019 16:52
    5
    ხავის და ბუსკეცის განცხადებები კიდე არ მომწონს იმასთან დაკავშირებით რომ დე იონგი ბარსელონაში მომავალია და ასე შემდეგ.ამით არტური იჩაგრება,თუ დე იონგზე საუბრობენ მაშინ არტურზეც დაასველონ ორი სიტყვა.რა თქმა უნდა ცოტათი დე იონგი აღემატება არტურის სათამაშო ინტელექტით მაგრამ არაუშავს.მასე ხევის არ მომწონდა თავიდან.რაც მე მაგისთვის მაქვს ნაგინები,მაგრამ ბოლოს მსოფლიოს დონის ფენომენალური ნახევარმცველი დადგა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 სექტემბერი 2019 16:49
    0
    Marca-ს მთავარი დაავიწყდა დაეწერა, რო რეალი ძალიან არის ნეიმარით დაინტერესებული და თავს არ ზოგავს. და სანამ ბარსას ნეიმარზე ექნება ინტერესი ის რეალზე არც იოცნებებს. ამიტომ უნდათ ბარსა შეეშვას ნეიმარს და სხვა გზა აღარ დარჩეს იმასაც გარდა რეალისა.
    Nou kamp
    სტუმარი [?]
    #2 15 სექტემბერი 2019 16:43
    1
    ნეიმარამდე დემბელეა კიდე.ასე რომ ჯერ საკუთარი გუნდის ფეხბურთელია ვისაუბროთ და მერე ნეიმარზე.
    ფატი უმაღლეს დონეს დადებს დარწმუნებული ვარ.ასეთ ასაკში ასეთი თამაში კოსმოსია.არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც რომ თავითაც კარგად თამაშობს.მის თამაშს რომ ვუყურებ ასე მგონია უკვე კაი ხანია ძირითადის ფეხბურთელია.უბრალოდ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი რაც დროთა განმავლობაში დაიხვეწება.უფრო დაცვითი თამაში უნდა დაიხვეწოს დაცვიდან ბურთის სწორად ამოტანა.

    რაც შეეხება პერესს ასე მგონია მაქსიმუმ პედროს დონე დადოს.პერესი მუდამ დარჩება სკამის მოთამაშედ.მაგრამ აქვს იმდენი კლასი რომ შეცვლაზე შემოსულმა გაამწვავოს თამაში.
    დემბელეს წელსაც დააკვირდებიან,თუ არ მოუმატა გაუშვებენ აუცილებლად

    და ბოლოს მესის შემდეგ მოქმედი ფეხბურთელებიდან ნეიმარის მევასება.მაგრამ თუ არჩევანზე მიდგა საქმე მე მბაპეს ავირჩევდი.მბაპე მესისთან ერთად არანორმალურ დონეს დადებს ამაში დარწმუნებული ვარ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 სექტემბერი 2019 16:43