ვალვერდე: ჩვენთვის სულერთი უნდა იყოს თუ სად ვთამაშობთ, ყველგან უნდა მოვიგოთ
- 15-09-2019, 14:35
-
საბა მიქელაძე
- 4

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლა ლიგის მეოთხე ტურის შემდეგ, რომელიც "ვალენსიასთან" გუნდმა 5-2 იმარჯვა, კომენტარი გააკეთა.
"მთავარი შთაბეჭდილება არის ის ჟინი, რომლითაც გუნდი უტევდა და გატანას ცდილობდა. ბევრ ეპიზოდში ჩვენ გოლის გაშვება შეგვეძლო, რადგან ძალიან ბევრს სივრცეს ვაძლევდით მათ, ხოლო "ვალენსიას" რიგებში ბევრი სწრაფი ფეხბურთელია. ჩვენ ვუტევდით და კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ," - ვალვერდეს სიტყვებს Marca ციტირებს.
"იყო "ბარსელონას" ფეხბურთელი არაა მარტივი. ფატი მუდმივად კონცენტრირებულია და საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენს. სიგიჟეა, როცა პირველივე შეხებით გოლს იტან, მეორეთი საგოლე გადაცემას აკეთებ, ხოლო მესამეთი თითქმის მეორეც გაგაქვს. თუ ის ასეთ ტემპებში გააგრძელებს, მაშინ ძალიან დაგვეხმარება."
"როგორც მწვრთნელს, ყოველთვის მსურს, რომ ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე მომზადებულები გამოვიდნენ. ფატის დებიუტი ახალგაზრდობაში ჰქონდა, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად გამოსდის. კარლეს პერესმა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღო, რადგან გუნდისთვის ასე იყო საჭირო. ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე გვგონია."
"მესისა და ფატის შედარებებზე არ ვღელავ. ეს შეიძლება გამოვიდეს, როგორც ბუშტი გადამეტებული ჟანგბადით, რომელიც შეიძლება გასკდეს."
"ალენიამ პირველ ტურში სასტარტოდან დაიწყო. ბოლო თამაშებზე ის მოედანზე არ გამოსულა, რადგან გუნდში კონკურენცია ძალიან დიდია. ნებისმიერი ფეხბურთელი მიიღებს საკუთარ წუთებს, რადგან არსებობს განსხვავებული სიტუაციები. ჩვენ მასზე იმედებს ვამყარებთ, რადგან მას ბევრი დადებითი მხარე გააჩნია."
"ჩვენთვის სულერთი უნდა იყოს რომელ მოედანზე ვთამაშობთ. უნდა ვეცადოთ ერთი ადგილად მორეზე გადასასვლელად და ვაკეთოთ ერთი და იგივე - მოვიგოთ." - განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]