სტატისტიკის თანახმად ვალვერდე სემედუს არ ენდობა

სტატისტიკის თანახმად ვალვერდე სემედუს არ ენდობა

ერნესტო ვალვერდემ 2019/2020 წლების სეზონისთვის ნელსონ სემედსუთან მიმართებაში საკუთარი გეგმები გამოააშკარავა. მწვრთნელმა სერჟი რობერტო ნახევარდაცვაში დააბრუნა, ხოლო სემედუ მარჯვენა ფლანგის მცველად დატოვა. ამ სეზონში პორტუგალიელმა ყველა თამაში სასტარტოდან დაიწყო.

მიუხედავად ამისა, ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ვალვერდე 25 წლის მცველს მაინც არ ენდობა. "ოსასუნასთან" მატჩში იგი სათადარიგო სკამისკენ გაეშურა, ხოლო სერჟი რობერტო მარჯვენა მცველის პოზიციაზე დააყენა. ამ ყველაფერმა კი თამაში გამოასწორა.

Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, ნელსონ სემედუ ერთ-ერთ იმ ფეხბურთელად ითვლება, რომელიც მეორე ნახევრის დასაწყისშივე ყველაზე ხშირად იცვლება. ამ სეზონში ამის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, ხოლო 2018/2019 წლების სეზონში ექვსი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ ერთხელ შეიცვალა იგი დაშავების გამო, როდესაც "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა.

ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ვალვერდე ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოა. როგორც წესი, მწვრთნელები ცვლილებებს 60 წუთისკენ იწყებენ და ფეხბურთელებს საშუალებას აძლვენ მეორე ნახევარში 15 წუთით მეტი ითამაშონ.

სემედუს სტატისტიკა ამგვარად გამოიყურება:

85 თამაში

1 გოლი

6 საგოლე გადაცემა

ბრაზილიელი არტური ამ კომპონენტში მეორე ადგილს იკავებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მათი შეცვლის მიზეზები განსხვავებულია. ბრაზილიელს ჯერ კიდევ სჭირდება ადაპტაცია ევროპულ ფეხბურთთან და სამწვრთნელო შტაბი ფიქრობს, რომ 23 წლის ფეხბურთელს ფიზიკური მონაცემებსი გასაუმჯობესებლად ბევრი სამუშაო აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 14 სექტემბერი 2019 22:54
    0
    დაცვაში კარგია მაგრამ შეტევაში 0-ი თუ არა დიდი არც არაფრის მაქნისია. პასს ყოველთის აგვიანებს, ჩაწოდება არ გამოსდის, მხოლოდ ერთ ადგილას ტრიალი შეუძლია

    საბოლოო ჯამში ის უნდა იყოს ძირითადი მცველი მაგრამ მესმის ვალვერდესი, როცა გოლია გასატანი შეტევაში ბევრად კრეატიული რობერტო უნდა დატოვო სწორედაც მოედანზე. ამ ეტაპზე ბარსელონას არ ყავს შეუცვლელი მარჯვენა მცველი. სემედუ კარგი მცველია თუმცა არა შეუცვლელი ფიგურა(თუნდაც იგივე ალბასაგან განსხვავებით)
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 14 სექტემბერი 2019 22:34
    4
    ძვლივსსსსს დეიონგი ბუსკეცი არტურის ტრიოსსს ვნახავთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 სექტემბერი 2019 22:30
    3
    ხოდა სტატისტიკის მიხედვით ვალვერდეს დედა მივაცენზურე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Geo-fcb
    სტუმარი [?]
    #1 14 სექტემბერი 2019 22:17
    4
    ფატიმას დუბლი