MD: მესის საკითხი ორშაბათს გადაწყდება

MD: მესის საკითხი ორშაბათს გადაწყდება

Mundo Deportivo-ს უკანასკნელ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლეო მესის ხილვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბორუსიასთან" მატჩში, გამორიცხული სულაც არ არის.

არგენტინელი ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს, შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაივლის, რათა კლუბმა მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

თავად მესი SPORT-თან ინტერვიუში "დორტმუნდთან" დაბრუნებას ოპტიმისტურად უყურებდა, მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ კი განაცხადა, რომ "ბარსელონასთვის" თავისი ლიდერის ბოლომდე გამოჯანმრთელებაა მთავარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 სექტემბერი 2019 15:48
    3
    იმედია ითამაშებს ძაან გაგვიჭირდება მესის გარეშე დორტმუნდთან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued