გასულ სეზონში „კამპ ნოუზე“ გამართულ მატჩებს 1,44 მილიონი ადამიანი დაესწრო

გასულ სეზონში „კამპ ნოუზე“ გამართულ მატჩებს 1,44 მილიონი ადამიანი დაესწრო

გასულ სეზონში "ბარსელონა" საშინაო მატჩებზე სწრებადობის მაჩვენებლით ევროპულ ჩემპიონატებში საუკეთესო იყო, იტყობინება. 2018/19 წლებში "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრებს საერთო ჯამში 1,44 მილიონი ადამიანი დაესწრო.

კატალონიურ გრანდს საუკეთესო სამეულში "მანჩესტერ იუნაიტედი" (1,42 მილიონი) და დორტმუნდის "ბორუსია" უერთდებიან (1,37).

სწრებადობის ზრდის მაჩვენებელი გამორჩეულად კარგი აქვს ბერძნულ "პაოკს" (+172 ათასი მაყურებელი). ხუთეულში შედიან "ბარსა" (+171), "ლაციო" (+118), "ოლიმპიაკოსი" (+106) და კიევის "დინამო" (+91).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    grafi
    სტუმარი [?]
    #1 12 სექტემბერი 2019 14:51
    3
    ასი ათასიან სტადიონის კვალობაზე ცოტა არი