კოუტინიო: ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა "ბაიერნზე" ვფიქრობ

კოუტინიო: ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა "ბაიერნზე" ვფიქრობ

ბრაზილიის ნაკრების პერუსთან 0-1 წაგებული მატჩის შემდეგ (რომელშიც არცერთ "ბარსელონელს" არ უთამაშია), ფილიპე კოუტინიოს თავისი მომავლის და "ბარსაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ შეკითხვა დაუსვეს. 

"ფეხბურთში ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. ახლა მიუნხენში ყოფნით ბედნიერი ვარ და ყველაზე მეტად ის მინდა, რომ კარგი სეზონი მქონდეს. 

"ბაიერნში" გადასვლის შემდეგ იურგენ კლოპმა წარმატებები მისურვა. მან მითხრა, რომ ბუნდესლიგაში ჩემი ყოფნა კარგი იქნებოდა. კლოპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მისგან ბევრი ვისწავლე". - თქვა კოუტინიომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.