„ბარსელონელები“ სანაკრებო პაუზაზე

„ბარსელონელები“ სანაკრებო პაუზაზე

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში "ბარსელონელებმა" გუშინ თავიანთი ეროვნული გუნდების ღირსება დაიცვეს.

ანტუან გრიზმანისა და კლემან ლანგლეს საფრანგეთმა ანდორას 3:0 მოუგო. კატალონიური გრანდის ახალწვეულმა ფორვარდმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ გამოიყენა პენალტი, მაგრამ მისი გადაცემის შემდეგ, "ბლაუგრანას" მცველმა სადებიუტო გოლი გაიტანა ნაკრების შემადგენლობაში.

ლანგლეს გარდა თავი კინგსლი კომანმა და ვისამ ბენ იედერმა გამოიჩინეს. 

რაც შეეხება ლიეტუვა-პორტუგალიას. ტრავმირებული ნელსონ სემედუს პოზიციაზე "სიტის" ახალწვეული, ჟოაო კანსელო იდგა. ფერნანდო სანტუშის შეგირდება სტუმრად 5:1 მოიგეს. კრიშტიანუ რონალდუმ აქტივში პოკერი ჩაიწერა, ერთი გოლი კი უილიამ კარვალიომ გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.