ალენია "ბარსელონას" დატოვებასთან ახლოს იყო

  • 10-09-2019, 22:43
  • WinGs
  • 1
ალენია "ბარსელონას" დატოვებასთან ახლოს იყო

Canal Sur-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველი, კარლეს ალენია, რამდენიმე დღის წინ გუნდის იჯარით დატოვებასთან ახლოს იყო. 

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ფეხბურთელის დამატება "რეალ ბეტისმა" სცადა. თავად ალენია ლა ლიგაში რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღებაზე უარს არ ამბობდა, მაგრამ მოსალოდნელი შეთანხმება კატალონიურმა კლუბმა დაბლოკა, იმ მიზეზით, რომ სხვა ტრანსფერები დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო და ალენიას წასვლის შემთხვევაში ნახევარდაცვის ხაზში, შეიძლებოდა, პრობლემები შექმნილიყო. 

21 წლის ფეხბურთელი, რომელიც "ბარსას" პირველ გუნდში წინა სეზონში დაწინაურდა, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში ძირითად დროს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 სექტემბერი 2019 01:10
    1
    სად უნდა წასუიყო კაცო ეს კი არა რაკიტიჩია გასაშვები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued