მესიზე მიძღვნილი შოუს პრემიერის თარიღი ცნობილია

მესიზე მიძღვნილი შოუს პრემიერის თარიღი ცნობილია

ახლოვდება Cirque du Soleil-ის მიერ ორგანიზებული ცერემონია, რომელიც მესის ცხოვრებას ეხება.

შოუ "Messi10" ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 10 ოქტომბერს იქნება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცნობილი ცირკის ხელოვანები ქმნიან შოუს, რომელიც ეძღვნება ფეხბურთის სამყაროს და ამისათვის, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს.

"წარმოუდგენელი 90 წუთიანი ჩამთრევი ატრაქციონი, რომელიც მოიცავს ფიზიკური ხელოვნების საოცრებებს და ნამდვილ პოეტურ შედევრს." - ასე აღწერენ მას.

ლიონელ მესი და მისი მეუღე ანტონელა, ლუის სუარესთან ერთად დახურულ პრემიერაზე ჯერ კიდევ თებერვალში იმყოფებოდნენ. მათ გარდა იქ ბევრი თანაგუნდელი და მეგობარი იყო.

"ძალიან აღტაცებული ვარ. Cirque du Soleil-ის შოუ, რაღაც წარმოუდგენელი და უნიკალურია. ძალიან ბედნიერი ვარ." - აღნიშნა ლეომ დახურულ პრემიერაზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.