"ბარსელონა" გიჟური სექტემბრისთვის ემზადება - 7 მატჩი 4 კვირაში

"ბარსელონა" გიჟური სექტემბრისთვის ემზადება - 7 მატჩი 4 კვირაში

სანაკრებო პაუზა სრულდება და მალე "ბარსელონას" ყველა ფეხბურთელი კატალონიის დედაქალაქში დაბრუნდება.

კატალონიელებისთვის სექტემბერი დატვირთული თვე იქნება. ერნესტო ვალვერდეს გუნდი 4 კვირაში 7 მატჩს ჩაატარებს. თავდაპირველად, "ბარსელონა" "ვალენსიას" უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თამაშისთვის მზად იქნებიან გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელები - ლუის სუარესი, ლიონელ მესი და ჟუნიორ ფირპო. "ვალენსიას" შემდეგ (14 სექტემბერი), "ბლაუგრანა" "გრანადას" ეწვევა (21 სექტემბერი), "ვილიარეალს" უმასპინძლებს (24 სექტემბერი), მადრიდში გაემგზავრება, რათა "ხეტაფეს" დაუპირისპირდეს (28 სექტემბერი) და "კამპ ნოუზე" "სევილიას" მიიღებს (6 ოქტომბერი). ლა ლიგაში "ბარსელონამ" 3 თამაშში მხოლოდ 4 ქულა დააგროვა, ამიტომ შემდგომ მატჩებში შეცდომის დაშვება, შესაძლოა, კატალონიელებს ძვირად დაუჯდეთ.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონთა ლიგა. დროის ამავე მონაკვეთში კატალონიელები ყველზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ორ მატჩს გამართავენ - "ბორუსიას" (17 სექტემბერი) და "ინტერის" წინააღმდეგ (2 ოქტომბერი).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 სექტემბერი 2019 00:23
    5
    ჭკვიანურად თუ გამოიყენებს როტაციებს ვალვერდე მარტივად გადავივლით ამ თვეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Bussi
    სტუმარი [?]
    #2 9 სექტემბერი 2019 23:41
    3
    ყველა რომოვიგოთ დიდი სიტყვა იქნება ნათქვამი.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 9 სექტემბერი 2019 22:03
    9
    ეჭვი მაქვს ამისთვის ისვენებდნენ სუა და მესი.
    იმედია მაქსიმალურად არ დავკარგავთ ქულებს და ლიგას ორივეს მოვიგებთ..