ერნესტო ვალვერდეს პასუხგაუცემელი კითხვები

ერნესტო ვალვერდეს პასუხგაუცემელი კითხვები

სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში უკვე ჩამოყალიბდა გუნდი, რომელიც მინიმუმ ინავრამდე უცვლელი სახით იქნება. "ბარსელონას" თავკაცის წინაშე მრავალი საკითხია, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს. გამოცემა Sport-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ ხუთ ძირითად მათგანს.

1. შეუძლია სემედეუს ძირთადი მარჯვენა მცველი იყოს?

"ოსასუნას" წინააღმდეგ ერნესტო ვალვერდემ ნელსონ სემედუ შეცვალა და მარჯვენა ფლანგზე სერჟი რობერტომ გადაინაცვლა. პრესეზონზე ესპანელი მოედნის ცენტრში, თავის ბუნებრივ პოზიციაზე, მოქმედებდა, ხოლო პორტუგალიელს ვალვერდემ სრული ნდობა გამოუცხადა ფლანგზე. საინტერესოა, როგორ მოიქცევა "ბარსელონას" თავკაცი სხვა თამაშებში.

2. 7 ნახევარმცველი, 3 ადგილი და... კარლეს ალენია

ნახევარმცველთა დილემა კვლავ რჩება ვალვერდეს მთავარ თავის ტკივილად. თუკი პრესეზონზე მის განკარგულებაში ამ პოზიციის 10 მოთამაშე იყო, ახლა რაოდენობა შვიდამდე შემცირდა. თუმცაღა მაინც საკმარისზე მეტია. ფრენკ დე იონგი და სერხიო ბუსკეტსი უდავოდ ძირითადის ფეხბურთელებად მოიაზრებიან, დარჩენილ ერთ ადგილზე კი ხუთი კანდიდატურაა. ყურადღებას იმსახურებს კარლეს ალენია, რომელმაც "ბილბაოსთან" ძირითადში დაიწყო, მაგრამ შემდეგ არ უთამაშია. დიდხანს მოუხდა სათადარიგო სკამზე ჯდომა ივან რაკიტჩსაც. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს არტურ მელო, რომელმაც "ოსასუნას" წინააღმდეგ არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა. ასევე, ჩილელი არტურო ვიდალი, რომელსაც გასულ სეზონში ვალვერდე ნდობას უცხადებდა.

3. რა სჭირს ივან რაკიტიჩს?

რაკიტიჩი დარჩა! მიუხედავად იმისა, რომ მის მომავალს მრავალ კლუბს უკავშირებდნენ, ვალვერდეს საყვარელი ნახევარმცველი კვლავ "ბარსელონელია". მას ლა ლიგის ბოლო ორ მატჩში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. ეს სატრანსფერო ფანჯრის გამო იყო, მაგრამ ახლა?.. მწვრთნელისთვის ის საკვანძო მოთამაშეა და შესაძლოა ხორვატი კვლავ დაუბრუნდეს სასტარტო შემადგენლობას.

4. სად ითამაშებს გრიზმანი მესის დაბრუნების შემდეგ?

სეზონის პირველ სამ კვრიაში გრიზმანი შეტევის ხაზში აბსოლუტურად თავისუფალი იყო და ლიდერობდა კიდეც გუნდის შეტევებს. მესისა და სუარესის დაბრუნების შემდეგ იგი მარცხნივ გადაინაცვლებს, პოზიციაზე, რომელზეც თამაშობდა, თუმცა არა ხშირად. მას მეტად მოუწევს მუშაობა, როგორც სიმეონეს დროს იყო და ნაკლებად შეტევა. ყველა მოუთმენლად ელის "ბარსელონას" შემტევ ტრიოს.

5. დემბელე - მეოთხე ფორვარდი?

დემბელეს ნეიმარის ტრანსფერში უნდა მიეღო მონაწილეობა და პსჟ-ში გადასულიყო, თუმცა შეთანხმება არ შედგა. ახლა ფრანგი ვერ თამაშობს, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ იგი მეოთხე ფორვარდი იქნება მესის, გრიზმანისა და სუარესის ტრიოსთან ერთად. ანსუ ფატისა და კარლეს პერესის არაჩვეულებრივი თამაშის ფონზე კი დემბელეს გარანტია არ აქვს, რომ იგი იქნება მწვრთნელის სათადარიგო არჩევანი. ფრანგის ტრავმიანობის ჟამს კი ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის შანსი ეძლევათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 სექტემბერი 2019 00:03
    3
    ვერც ვერასდროს გასცემს მაგ კითხვებს პასუხს ეს ცხვირგასიებული
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #7 9 სექტემბერი 2019 21:25
    3
    მაგ კითხვების რაოდენობა შემიძლია 10_მდე ავიყვანო მაგრამ მთავარი კითხვა ისევ დარჩება, რა ჯანდაბათ უყურებს ჩემი თვალები ისევ ბურატინოს მწვრთნელის ადგილზე?
    [?]
    #6 9 სექტემბერი 2019 19:57
    3
    დაცვაში სემედო უნდა დარჩეს ჯერ, იქნებ ნელ ნელა მოუმატოს, როცა ცვლილება იქნება საჭირო ვაგემ მიიღოს დრო ჯობია ვიდრე ეს რობერტო გახდეს მოუცილებელი ჭირი. ერთი ესეთი ნასედკა ყოველთვისაა გუნდში რა, რაკიტიჩის მმიამრთ ლტოლვამ გადაუარა ამ პიტალო კაცს და ეხლა რობერტომ უნდა გვიშალოს ნერვები. არადა ეს სემედოც ვერაა სტაბილური თორე სად იცის ამ კიტრმა კაცმა როტაცია. დაცვის მარცხნივ კიდე დროზე უნდა შედგეს ფირპოს დებიუტი. ალბას დონეზე რო არაა და კიდე ვეერ მივა წლები ვიცით მარა დროა ვნახოთ საქმეში. ცენტრში კიდე უმტიტის რასაც უკეთებს ესსაა ნათელი მაგალითი იმისა რო სულ ფეხებზე კიდია ვალვერდეს ბარსას მომავალი, მარტო აწმყოზე და თავის თავზე ფიქრობს. ეს პიკე ცას ხო არ გამოეკერება, ან დაიმტვრევა ან რამე და რა უნდა ვქნათ? უმტიტის საერთოდ არ ათამაშებს, გასაგებია ცაციაა ეგეც მარა ლანგლე-უმტიტის დუეტი სასაცილო არაა რო მარტო 1 ხელ ვნახეთ? შეთამაშება უნდათ, დრო უნდათ წყვილში, ეს მკვდარძაღლისშვილი კიდე იმენა არ ათამაშებს. აგერ კიდე დაიმტვრა უმტიტი. ტოდიბო ხო საერთოდ თასზე თუ გაახსენდება. ნახევარდაცვაშიც რობერტოს ხელს არ ახლებს, მეშინია ფრენკი არ ამოაგდოს და ისე არ ჩასვას არტური. ან რაკიტიჩი როგორ ვერ გაყიდეს მთელი ხელმძღვანელობის დედა რო ვატირე, ძირითადის კაცს რო ვერ ყიდიან რაეზე აქვთ პრეტენზია საერთოდ.
    გულშემატკივარი [?]
    #5 9 სექტემბერი 2019 18:46
    0
    Mokled da konkretulad valverdes debili dedamovxan me raa am sezonis mere tuargaushves amati dedabic me
    Culé [?]
    #4 9 სექტემბერი 2019 18:17
    1
    ცნობილი გამონათქვამი მახსენდება, ვალვერდეს მწვრთნელობას ასახავს პორდაპირ,.... ცხვრების ფარა რომელსაც მეთაურად ჰყავთ ლომი, აუცილებლად დაამარცხებს ლომების ჯოგს რომლსაც მეთაურად ჰყავთ ცხვარი....შეიძლება ზუსტად ვერ დავწერე, მაგრამ აზრი იგივეა.... ჩემი გასარჩევი რო გახდება ვალვერდეს ყოფნა არ ყოფნა, ეგაა საცოდაობა ბარსელონასთვის...
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 9 სექტემბერი 2019 16:24
    9
    მე პირადად რობერტოს ყურებას ცენტრში და მელოს შეწირვას მირჩევნია სემედუ შეეწიროს.

    ეს უნიჭო კიდე აშკარად არ აპირებს რობერტოს სკამზე დასმას. ნუ იდეალურია რობერტო სკამზე. სემედუ მარჯვნივ და მელო ბუსი დეიონგი. ცენტრში.
    Vengance
    სტუმარი [?]
    #2 9 სექტემბერი 2019 15:58
    3
    კაია პირიქით ამდენი მაღალი დონის ფეხბურთელი სასიხარულოა გუნდში ერთი ის რომ კონკურენციაა მაღალი და მერე მეორე ჩვეულებრივი ადამიანური რესურსია რომლის გამოყენებას იმედია ვალვერდე სწორად შეძლებს. ძალიან კაი შენაძენია დე იონგიც და გრიზმანიც ახალგაზრდებიც მონდომებულები არიან და კაი შანსი გვაქვს წელს ლიგა დავდოთ აღარ მგვინდა ეს ლალიგა დაუთმონ ატლეტიკოს მთელი კონცენტრაცია ლიგაზე ვსიო ამოვიდა ყელში გუნდში მესი გყავდეს და 5 წელი ვერ იგებდე ლიგას სირცხვილია !!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 სექტემბერი 2019 15:48
    3
    ამდენი ფეხბურთელის ყოფნა ერთ რამეს ნიშნავს: კონკურენცია გაიზრდება.
    ყველაზე მეტად დემბელეს ამბავი არის სასიამოვნო. არ განვითარდება და კი ჰყავს კონკურენტები, რომლებიც თავიანთი შანსის გამოყენებას ეგრევე შეეცდებიან. გარანტირებული არაფერი არ აქვს.
    --------------------
    GRACIES JOHAN...