დე ბური ვალვერდეს აკრიტიკებს: დე იონგი გარემარბი არაა

დე ბური ვალვერდეს აკრიტიკებს: დე იონგი გარემარბი არაა

ფრენკი დე იონგი "ბარსელონაში" თავს ბოლომდე კომფორტულად არ გრძნობს, რის გამოც მას თავისი საუკეთესო თამაში ჯერ არ უჩვენებია. ამის ერთ-ერთ მიზეზად ერნესტო ვალვერდეს ტაქტიკა ითვლება. ესპანელმა სპეციალისტმა ჰოლანდიელი ნახევარმცველი სამ სხვადასხვა პოზიციაზე მოსინჯა.

რონალდ დე ბურმა განაცხადა, რომ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი დე იონგის შესაძლებლობებს ვერ აღიქვამს: "ბარსელონას" ბოლო შეხვედრებში ფრენკი თითქმის ფლანგზე თამაშობდა. ეს მისი პოზიცია არ არის. დე იონგს მოედნის ცენტრი ან საყრდენი წერტილი უნდა ეკავოს.

ფრენკისა და ბუსკეტსის სტილი ერთმანეთისგან განსხვავდება. თანაგუნდელებმა აუცილებლად უნდა სცადონ დე იონგთან შეთამაშება და თავის მხრივ, ჰოლანდიელიც უნდა მოერგოს კოლექტივს.
ფრენკის აქვს ტალანტი, რომელიც საფეხბურთო სამყაროს დიდი ხანია არ უნახავს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი "ბარსელონური" თავგადასავალი წარმატებით დასრულდება. არ ვიცი რა მოხდება მომავალში, თუმცა დე იონგს მოთმინება მართებს. "ბლაუგრანას" ფილოსოფია მისთვის ახალი არ არის."-ციტირებს დე ბურის სიტყვებს Diario AS.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 სექტემბერი 2019 22:06
    2
    მე მგონი, მესი, სუარესი, დემბელე ერთდროულად რო არ დატრავმულიყვნენ არცერთ ახალგაზრდას არ გამოუშვებდა მოედანზე. ამ წელს.
    Culé [?]
    #5 9 სექტემბერი 2019 10:01
    4
    ნეიმარის მოსვლაზე მეტად ვალვერდეს წასვლა გამიხარდებოდა, ტიპს ახლა თუარ გაუშვებდნენ რავა მეგონა ბლიად
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 სექტემბერი 2019 02:29
    2
    არ ესმის მაგ ცხვირგასიებულს მაგდენი არა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 9 სექტემბერი 2019 00:15
    1
    ციტატა: tigresa
    ვერ ვხვდები რატომ აკეთებს ამ ექსპერიმენტებს. იგივე ქნა კოუტინიოზეც. დააყენე რა თავის პოზიციაზე, რას იგონებ ახალ ველოსიპედს, წაიღო ტვინი

    ჩამოყალიბულზე მოიფიქრო ახალი ველოსიპეტი მესმის. და გუნდს რო დედა აღარ ყავს და მაშინ მოუგონო არ ვიცი რა.
    Culé [?]
    #2 8 სექტემბერი 2019 22:05
    14
    მეზიზღება ეს ვალვერდე.... ამხელა კლასის ფეხბურთელს ეხლა აქეთ იქით წოწიალში კოუტინიოს გზას გაუყენებს, პუჩი მფრინავი ბიჭია და სულ ჩაძირავს, მიაყოლებს ფატისაც, და იტოგში თამაშების ყურება ღარ მინდა რო ამის ჩამოჯმ... ლი სახე აღარ დავინახო, წადით თქვენი დედაც რა, გვიშლით ნერვებს....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #1 8 სექტემბერი 2019 22:01
    11
    ვერ ვხვდები რატომ აკეთებს ამ ექსპერიმენტებს. იგივე ქნა კოუტინიოზეც. დააყენე რა თავის პოზიციაზე, რას იგონებ ახალ ველოსიპედს, წაიღო ტვინი