ჩავი: ”ყველაფერი კარგადაა, ”ოქროს ბურთი” სახლში რჩება”

ჩავი: ”ყველაფერი კარგადაა, ”ოქროს ბურთი” სახლში რჩება”

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, რომელიც თავის თანაგუნდელებთან ერთად ნომინირებული იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე, კომენტარი გააკეთა ლეო მესისთვის ”ოქროს ბურთის” გადაცემაზე.

რომელ ჩვენთაგანსაც არ უნდა მიეღო ”ოქროს ბურთი”, მოულოდნელობა იქნებოდა. მე ვულოცავ ლეოს. ეს ჩვენი კანტერას პრიზია. ყველანი გახარებულები ვართ.”

ვნახოთ რა იქნება ერთი წლის შემდეგ. არ არის საჭირო ამაზე ფიქრი... მე მუშაობას ისეთივე ენთუზიაზმით გავაგრძელებ, როგორც აქამდე ვაკეთებდი. მე რომ მომეგო, ამით ჩემი ცხოვრება არ შეიცვლებოდა. და არც იმით შეიცვლება ჩემი ცხოვრება, რომ ვერ მოვიგე ეს პრიზი. არაფერი არ მომხდარა, ყველაფერი წესრიგშია. ”ოქროს ბურთი” სახლში რჩება.”

”ჩვენ სამივენი ვიმსახურებდით ”ოქროს ბურთს”, როგორც მთელი ”ბარსელონა” და ის ფეხბურთელები, რომლებიც აქ იყვნენ.” - განაცხადა ჩავი ერნანდესმა ”მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.