ტიტე იმედოვნებს, რომ კოუტინიო თავის პოტენციალს გამოავლენს

ტიტე იმედოვნებს, რომ კოუტინიო თავის პოტენციალს გამოავლენს

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელს, ტიტეს იმედი აქვს, რომ "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ფილიპე კოუტინიო "ბაიერნში" კარიერულ წინსვლას დაიწყებს.

"ფილიპემ ბუნდესლიგაში ორი შეხვედრა ჩაატარა. იმედია, მისი სათამაშო პრაქტიკა არ შემცირდება და პოტენციალი სრულყოფილად გამოვლინდება". - ციტირებს ტიტეს სიტყვებს Goal.

27 წლის შემტევმა "მაინცთან" მატჩის შემდეგ (6:1) თავადაც გააკეთა კომენტარი bundesliga.com-თან: "აქ უამრავი კარგი მოთამაშეა. ნამდვილად ბედნიერი ვარ და იმედია თანაგუნდელებისგან ბევრ რამეს ვისწავლი."-ამბობს კოუტინიო.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო "ბაიერნს" "ბარსელონადან" იჯარის წესით შეუერთდა. 2020 წლის ივლისამდე გერმანელებს მისი 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ. ფილიპემ ლა ლიგა გადასვლიდან 18 თვის შემდეგ დატოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.