კრისტიან კარემბეუ: ლა ლიგაში ასეთი კონკურენცია არასდროს ყოფილა

კრისტიან კარემბეუ: ლა ლიგაში ასეთი კონკურენცია არასდროს ყოფილა

"რეალის" ნახევარმცველი, კრისტიან კარემბეუ მიიჩნევს, რომ ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

"ესპანეთის ჩემპიონატში ასეთი კონკურენცია არასდროს ყოფილა, რასაც სეზონის სტარტი ადასტურებს. "რეალმა" და "ბარსელონამ" სეზონი საკადრო პრობლემებით დაიწყეს. კატალონიელებს მესი და სუარესი აკლდათ, ხოლო მადრიდულ გუნდს - აზარი. შეიძლება ითქვას, რომ ლა ლიგა ჯერ არც დაწყებულა.

"ატლეტიკო" კარგი გუნდია, ისევე, როგორც "ვალენსია" და "სევილია". ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა და იმედი მაქვს, "რეალი" თავის ადგილს დაუბრუნდება."-ვკითხულობთ კარემბეუს სიტყვებს Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ "რეალი" დიეგო სიმეონეს გუნდს (ლიდერს) 4 ქულით ჩამორჩება, "ბარსელონა" კი - ხუთით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 8 სექტემბერი 2019 16:47
    4
    კი რეალი ნამდვილად დაუბრუნდება თავის მე 3 ადგილს ლალიგაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 სექტემბერი 2019 16:39
    0
    მართალია წელს ძაან დიდი კონკურენციაა მოდუნების უფლება არ გვაქვს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued