რონალდინიო ”ფლამენგოში” გადავიდა

რონალდინიო ”ფლამენგოში” გადავიდა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, რონალდო დე ასის მორეირამ, იგივე რონალდინიომ დატოვა იტალიური ”მილანი” და კონტრაქტი გააფორმა ბრაზილიურ ”ფლამინგოსთან”.

30 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა სურდათ ბრაზილიურ ”გრემიოს” და ”პალმეირას”, ასევე ინგლისურ ”ბლექბერნს”, თუმცა რონალდინომ რიოში წასვლა ამჯობინა.

რონალდინიომ, რომელიც წარსულში ”ბარსელონას” შემადგენლობაში (2003-2008 წლებში) ირიცხებოდა და კლუბის წამყვანი ფეხბურთელი იყო, ”ფლამენგოსთან” კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა.

”ფლამენგოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა კლუბის პრეზიდენთან ინტერვიუ: ”მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ რონალდიომ ჩვენთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მადლობას ვუხდი დირექტორთა საბჭოს იმ კეთილგონიერებისათვის, რომელიც მათ მოლაპარაკებების წარმოებისას გამოიჩინეს. ეს პროექტი დაიწყო ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან.”

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.