ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ანსუ ფატის მოქალაქეობის საკითხის დაჩქარება უნდა

  • 8-09-2019, 17:36
  • ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ანსუ ფატის მოქალაქეობის საკითხის დაჩქარება უნდა

    ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას სურს "ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა, ანსუ ფატიმ ქვეყნის მოქალაქეობა რაც შეიძლება მალე მიიღოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ერთ თვეში მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატი იმართება და ესპანელებს უნდათ ფატი განაცხადში შეიყვანონ.

    "ბეტისთან" მატჩში წარმატებული დებიუტისა და "ოსასუნასთან" შეხვედრაში გოლის გატანის შემდეგ, 16 წლის ფეხბურთელზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, ესპანელებს კი გაუჩნდათ სურვილი, რომ ფატიმ მათ ნაკრებში ითამაშოს.

    ანსუ ფატის 3 არჩევანი აქვს. მას შეუძლია ითამაშოს გვინეა-ბისაუს, პორტუგალიის, ან ესპანეთის ნაკრებში. ამ უკანასკნელში თამაშისთვის კი საქმეში მისი მამის ჩარევაა საჭირო. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს ფატის მამას შვილის მოქალაქეობის საკითხებში დაეხმაროს, რათა პრობლემა დროზე მოგვარდეს და ანსუმ ოქტომბერში ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე ითამაშოს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV