ლუის სუარესი დასაბრუნდებლად ემზადება

ლუის სუარესი დასაბრუნდებლად ემზადება

ლუის სუარესი აღდგენით სამუშაოებს განაგრძობს და ფიქრობს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, როცა ლა ლიგა დაბრუნდება, თამაშს შეძლებს. ურუგვაელმა ფეხის კუნთის დაზიანება 16 აგვისტოს, ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში მიიღო, რომელიც კატალონიელებმა 0-1 დათმეს.

კლუბის ექიმების აზრით, "ბარსელონას" ცხრიანის აღდგენითი ვარჯიშები კარგად მიმდინარეობს და ის თანაგუნდელებს შემდეგი კვირის ოთხშაბათის ვარჯიშზე შეუერთდება. მაშასადამე, მისი ხილვა შაბათს, 14 სექტემბერს "ვალენსიის" წინააღმდეგ მატჩში შესაძლებელი იქნება, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართება.

"ბარსელონა" ასევე აღიარებს იმასაც, რომ ლიონელ მესის მდგომარეობა პროგრესს განიცდის, რომელმაც ლუის სუარესის მსგავსად ფეხის კუნთი დაიზიანა. მესი მზად იყო 25 აგვისტოს "ბეტისის" წინააღმდეგ დაბრუნებულიყო, თუმცა სამედიცინო ჯგუფის აზრით ტრავმის გართულების ხიფათი არსებობდა, ამიტომაც მათ "ბარსელონას" ათიანისთვის მწვანე შუქის ანთება აღარ გარისკეს. როგორც ჩანს, "ვალენსია" "ლა პულგასთვის" ერთგვარი მიზანია, რათა დაიბრუნოს ფორმა, რადგანაც ჩემპიონთა ლიგა უკვე კარსაა მომდგარი, სადაც "ბარსელონას" პირველი მეტოქე 17 სექტემბერს დორტმუნდის "ბორუსია" იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 სექტემბერი 2019 15:50
    0
    იმედია ორვე ძირითადში იდგება ვალენსიასთან მესიმ გოლები უნდა იკისროს რაც გამოტოვა ღამურებთან უნდა აინაზღაუროს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #1 8 სექტემბერი 2019 10:35
    8
    მიდი ლეოო 3 თამაშ გამოტოვე უკვეეე და ეგ მინიმუმ 5გოლიააა და წელსაც ოქროს ბუცი უნდა აიღოოო😈ვალენსიასთან დუბლი ან ჰეტტრიკი უეჭველი უნდა იკისროოო