ჟერარ პიკე: დევისის თასზე ფლორენტინო პერესსა და "რეალს" დავპატიჟებ

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე მადრიდში გასამართ დევისის თასის ტურნირზე საუბრობს.
პიკე საჩოგბურთო ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორია და ის აცხადებს, რომ ფეხბურთში არსებული დაპირისპირების მიუხედავად, აპირებს კორტზე მადრიდის "რეალის" სრული შემადგენლობა და კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაპატიჟოს.
"ფეხბურთი ერთია და ჩოგბურთი მეორე. მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ და რა თქმა უნდა, ვაპირებ ტურნირზე დავპატიჟო როგორც ფლორენტინო პერესი, ასევე "რეალისა" და "ატლეტიკოს" ფეხბურთელები. იმედი მაქვს, ისინი მოვლენ და სიამოვნებას მიიღებენ.
ვფიქრობ, ერთი რამე მეორისგან უნდა გავმიჯნოთ. ჩვენ ყველანი ფეხბურთში ვსაქმიანობთ და, რა თქმა უნდა, დაპირისპირებაც აქ არსებობს. თუმცა, სიტუაცია სხვაგვარია, როდესაც განსხვავებული პერსპექტივიდან იყურები.
დღის ბოლოს ჩოგბურთზე ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, "რეალის" ბევრი ფეხბურთელი, განსაკუთრებით ესპანელები, სიამოვნებით მოვლენ და რაფა ნადალის თამაშს უყურებენ." - ციტირებს პიკეს სიტყვებს Caden COPE.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]